მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში "პალმის კუნძულის" პროექტს მთავრობამ „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა

62e66fcc8df69
ნინო ტაბატაძე
31.07.22 20:34
7819
ბათუმთან, შავ ზღვაში ხელოვნური კუნძულის პროექტს მთავრობამ „განსაკუთრებული ობიექტის“ სტატუსი მიანიჭა.

ცვლილება შევიდა მთავრობის დადგენილებაში „განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (მათ შორის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების) მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“.

"შავი ზღვის აკვატორიაში ხელოვნური კუნძულის/ ნახევარკუნძულის მოწყობა და მასთან დაკავშირებული სამუშაო" - განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების სიას დაემატა. 

შეგახსენებთ, რომ ბათუმში დაგეგმილი მსხვილი პროექტის - ხელოვნური პალმის ფორმის კუნძულის განხორციელება 2021 წლის ოქტომბერში დაანონსდა. მიმდინარე წლის 7 ივნისს, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის საქმიანობის ანგარიშის წარდგენისას თქვა, რომ პროექტთან დაკავშირებით სიახლეები 6-7 კვირაში გახდებოდა ცნობილი. 

„რაც შეეხება პოპულარულ „პალმის კუნძულს“, დაახლოებით 6-7 კვირა ვაცადოთ მთავრობას და დეველოპერს და ჩვენ სიახლეებით წარვდგებით და მშენებლობის დაწყებაზეც დაგპატიჟებთ“, - უპასუხა რიჟვაძემ დეპუტატებს.

ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტს კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ ახორციელებს. პროექტი ულტრათანამედროვე გასართობ-გამაჯანსაღებელი ტიპის ორი ხელოვნური ნახევარკუნძულის და ერთი კუნძულის შექმნასა და მათზე ინფრასტრუქტურის მოწყობას გულისხმობს.

პროექტის პირველი ფაზის განსახორციელებლად 100 მილიონი დოლარის ინვესტიციას კომპანია "ამბასადორი" ჩადებს, სადაც 2000 ადამიანი დასაქმდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, კომპანიას აღნაგობის უფლებით 90 ჰა ტერიტორია მდებარე ქალაქ ბათუმში ბარცხანასა” და „თამარის“ დასახლებაში გადაეცემა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები