მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავ ზღვაში, რუსეთის სანაპიროსთან ნავთობის გაჟონვაა, დაბინძურების ფართობი 94 კვ. კილომეტრია

6114e0be0f611
BM.GE
12.08.21 12:48
1748
ამერიკის ხმის ინფორმაციით, შავ ზღვაში, რუსეთის კრასნოდარის მხარესთან, კერძოდ კი ნოვოროსიისკის პორტის მიმდებარედ ნავთობის გაჟონვაა.

მომხდარის შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის ველური ბუნების ფონდი (WWF), რომლის შეფასებითაც გაჟონვა მინიმუმ 100 ტონა იყო. გარემოს დაცვითი ორგანიზაციის ინფორმაციით, ნავთობის ლაქის ფართობი 94 კვადრატულ კილომეტრამდე გავრცელდა.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო რუსულმა პროკურატურამ. გამოძუების ინფორმაციით, ისინი ანაპასა და ნოვოროსიისკთან არსებულ ვითარებას იკვლევენ. ეს ქალაქები რუსეთში მსხვილ ტურისტულ ცენტრებს წარმოადგენს.

ნავთობის გაჟონვა რამდენიმე დღის წინ, ნავთობ-ტერმინალზე, საბერძნეთის დროშის ქვეშ მცურავი ტანკერის, “მინერვა სიმფონიის” დატვირთვის დროს მოხდა.

ტერმინალის ოპერატორია კასპიურრი ნავთობ-კონსორციუმი, რომლის განცხადებითაც მათ ჩაღვრილი ნავთობის საპასუხოდ ზომები მიიღეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები