20 იანვარს, თბილისში მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ჩელენჯ თასის ეგიდით პირველი ქართული პროფესიონალური სარაგბო კლუბი „შავი ლომი“ ფრანგულ „კლერმონს“ დაუპირისპირდება. საქართველო ჩელენჯ თასის ტურნირში პირველად მონაწილეობს. რატომ არის მნიშვნელოვანი ეს ქვეყნისთვის, რა შესაძლებლობებს მისცემს საქართველოს რაგბს, საქართველოს ეკონომიკას და ტურიზმს?
სტუმრები: დომინიკ მაქკაი - ევროპული პროფესიონალური საკლუბო რაგბის მმართველი;
ნიკოლოზ ალავიძე - საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტის მრჩეველი;
საუბარს სინქრონულად თარგმნის NG Georgia;