მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შავი ლომის" დამფუძნებელი: რესტორნებში ფასები 20%-ით მაინც არის გაზრდილი

5e158d479e8c5
ანუკა ჯოხაძე
08.01.20 12:10
4045
„რესტორნებში ფასები 20%-ით მაინც არის გაზრდილი“, - ამის შესახებ BM.GE-ის რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელმა მერი გუბელაძემ განუცხადა.

როგორც გუბელაძე ამბობს, რესტორანში მენიუს კორექტირება მოუწია და ფასები კერძებზე 5 ლარით მაინც არის გაზრდილი.

გუბელაძის თქმით, ნაკლებად მოსალოდნელია ფასების დაწევა, თუმცა “შავი ლომის” დამფუძნებელი იმედოვნებს, რომ ფასების კიდევ უფრო გაზრდა არ მოუწევს.

„რესტორანში ფასები 20%-ით მაინც არის გაზრდილი, რადგან ჩვენ ფასების გაზრდა განსაკუთრებით სოფლის მეურნეობის პროდუქტზე და შემოტანილ პროდუქტზე იმდენად მოგვიწია, რომ მენიუში ფასები დავაკორექტირეთ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ არ მინდოდა ამის გაკეთება, დავამატეთ პლუს 18% დღგ მენიუზე. ჩემი გამოცდილებით, როცა ფასები იზრდება, მერე იშვიათად იკლებს. ჩვენ ახლა ვსაუბრობთ არა - საახალწლო ფასებზე, რომელიც ყოველ წელს ერთნაირად იზრდება ხოლმე და შემდეგ ჩამოდის, არამედ ამ შემთხვევაში გაძვირება საახალწლო პერიოდამდე მოხდა, გაძვირდა ხორცი, ყველი და აბსოლუტურად ყველაფერი, ამიტომ ფასების დაწევის მოლოდინი არ მაქვს, მაგრამ იმედია, კიდევ აღარ გაიზრდება”, - აცხადებს რესტორან “შავი ლომის“დამფუძნებელი მერი გუბელაძე.

შეგახსენებთ, საქსტატის მონაცემებით, 2019 წლის დეკემბერში საქართველოს საზოგადოებრივი კვების დაწესებულებებში ფასები წლიურ ჭრილში 9%-ით არის გაზრდილი.

საქსტატი რესტორნებისა და კაფეების ფასებს რამდენიმე ქვეკატეგორიის მეშვეობით ითვლის. თითოეულ მათგანში ფასების ცვლილება ასეთია:

სადილი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 9.09%;
ყავა კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 7.81%;
ხაჭაპური კაფეში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 8.54%;
ლუდი ბარში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 4.06%;
ხინკალი რესტორანში - ფასების ზრდა წინა წელთან შედარებით 13.63%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები