მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი პარასკევი Glovo-ზე: 70%-მდე ფასდაკლება და 30%-იანი ქეშბექი თიბისის ახალი ბარათის მფლობელებისთვის

გლოვო
25.11.26 18:14
• 60

Glovo შავი პარასკევის ფარგლებში მომხმარებლებს საქართველოს მასშტაბით განსაკუთრებულ შეთავაზებებს სთავაზობს. 23-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ, Glovo-ს აპლიკაციაში პროდუქცია 70%-მდე ფასდაკლებით შეიძინონ.ტექნიკა, ტანსაცმელი, თავის მოვლის საშუალებები, სათამაშოები, ყვავილები, სააფთიაქო და სახლისთვის განკუთვნილი პროდუქცია, ყველაფერი ერთ სივრცეში, Glovo კი მომხმარებლებს რამდენიმე წუთში მიაწვდის.

27-დან 29 ნოემბრის ჩათვლით, მომხმარებლები, რომლებიც თიბისის ახალი ბარათით გადაიხდიან, 100 ლარის ან მეტი ღირებულების შეკვეთაზე 30%-იან ქეშბექს მიიღებენ, მაქსიმუმ 50 ლარს თითოეულ შეკვეთაზე.

,მათ შორის ტეექნიკაზე, ტანსაცმელზე, თავის მოვლის საშუალებებზე, სააფთიაქო პროდუქციაზე, სათამაშოებზე, სახლისა და დეკორაციულ ნივთებზე, ყვავილებზე, სამკაულებზე, წიგნებსა და საკანცელარიო ნივთებზე.

მომხმარებლებს შეუძლიათ, ქეშბექით პარტნიორების ფასდაკლებებთან ერთად ისარგებლონ. შეთავაზება არ ვრცელდება Apple Pay-ისა და Google Pay-ის საშუალებით განხორციელებულ გადახდებზე.

შავი პარასკევის შეთავაზებები ყველა კატეგორიაში

მომხმარებლები სულ უფრო ხშირად ირჩევენ Glovo-ს არა მხოლოდ საკვებისა და სურსათის, არამედ თავის მოვლის საშუალებების, ტექნიკის, ტანსაცმლისა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილი პროდუქციის შესაძენად.

წელს, შავი პარასკევის ფარგლებში, ყველაზე დიდი ფასდაკლება - 70%-მდე - ტექნიკისა და სათამაშოების კატეგორიებზე ვრცელდება, რაც განსაკუთრებით ხელსაყრელია საახალწლო საჩუქრების შესაძენად.

მომხმარებლებს ასევე დახვდებათ 65%-მდე ფასდაკლება სახლის მოვლასა და გაჯეტებზე, ხოლო 60%-მდე ფასდაკლება თავის მოვლის საშუალებებზე, სააფთიაქო და სახლისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე.

სპეციალური შეთავაზებები ასევე ვრცელდება ყვავილებზე, სამკაულებზე, წიგნებსა და შინაური ცხოველებისთვის განკუთვნილ პროდუქციაზე, რაც მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს, საახალწლო საჩუქრები ყველასთვის შეარჩიონ.

ყველა შეთავაზება ხელმისაწვდომია Glovo-ს აპლიკაციაში, Black Friday-ის განყოფილებაში.

„შავი პარასკევი წლის განმავლობაში შოპინგისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია. ჩვენი მიზანია, საქართველოში მომხმარებლებს 150-ზე მეტი პარტნიორის საუკეთესო შეთავაზებებზე წვდომა ერთი აპლიკაციის საშუალებით მივცეთ და სასურველი პროდუქცია რამდენიმე წუთში მივაწოდოთ. ჩვენი პარტნიორებისთვის, რომელთა დიდი ნაწილი ადგილობრივი ბიზნესია, შავი პარასკევი Glovo-ზე ახალი მომხმარებლების მოზიდვისა და ონლაინ გაყიდვების გაზრდის შესაძლებლობაა. თიბისი ბანკთან ერთად კი ამ სეზონს მომხმარებლებისთვის კიდევ უფრო მოგებიანს ვხდით“, — არტემ კოლოსიუკი, Glovo-ს გენერალური მენეჯერი საქართველოში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები