სათამაშოების მაღაზიათა ქსელი „ჭიტა“ ე.წ. შავი პარასკევის კვირეულის ფარგლებში ლოიალურ მომხმარებელს 70%-მდე ფასდაკლებას შესთავაზებს. ამის შესახებ BMGTV-ს გადაცემაში „ქალების ნარატივი“ კომპანიის დამფუძნებელმა ხათუნა ჩხიკვაძემ განაცხადა.
ჩხიკვაძის თქმით, "შავი პარასკევი" კომპანიის ისტორიაში ახალ წელთან ასოცირდება და მომხმარებლისთვის უკვე გამოცდილი ტრადიციაა: „ჩვენი ისტორიის მანძილზე, შავი პარასკევი ახალ წელთან ასოცირდება. საქართველოში აქტიურად მიმდინარეობს ეს ღონისძიება და ჩვენც ამ კამპანიის ფარგლებში ვართ ჩართული. მომხმარებელს ვთავაზობთ ლოიალურ მიდგომას და 70%-მდე ფასდაკლებას ერთი კვირის მანძილზე. ამასთან, TBC-სთან თანამშრომლობით, მომხმარებელს 50%-იან Cashback-ს ვთავაზობთ“, - თქვა მან და დასძინა, რომ გაყიდვების აქტივობა ყოველდღიურად იზრდება, რადგან მომხმარებლები უკვე ემზადებიან შავი პარასკევისთვის.
მისი განმარტებით, მომხმარებელს უკვე ჩვევად ექცა, რომ "შავი პარასკევის" ფასდაკლების კვირეულისთვის დანაზოგი უნდა გააკეთოს, ამიტომ ამ პერიოდში გაყიდვების მაჩვენებელიც მზარდია : "აქტივობა ტრადიციად ჩამოყალიბდა და ზოგჯერ არა მხოლოდ კვირეულად, არამედ თვის ჭრილში გრძელდება”, - აცხადებს ჩხიკვაძე.
ის ასევე აღნიშნავს, რომ კომპანია შავი პარასკევის პერიოდში მომხმარებლებს საახალწლოდ განახლებულ და ფართო ასორტიმენტს შესთავაზებს: „ჩვენ ბოლო კვირის მანძილზე ძალიან გავახარებთ მომხმარებელს და საახალწლოდაც აქტიურ ფასდაკლებებს, განახლებულ, დიდ ასორტიმენტს შევთავაზებთ“.




























