მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შავი პარასკევის შეთავაზება “ჰოუმერში” - 50 000-ლარიანი ფასდაკლება 5 სახლზე

ჰოუმერი
18.11.26 10:10
• 301

დეველოპერულ კომპანია „ჰოუმერს“ სახლის შეძენის მსურველებისთვის განსაკუთრებული შეთავაზება აქვს: შავ პარასკევთან დაკავშირებით მომხმარებლებს შეუძლიათ, ფასდაკლებით შეიძინონ სახლი Homer Alpha-ში - პროექტში, რომელიც ფუნქციურად, გეგმარებითა და ხარისხით ყველაზე გამორჩეული საცხოვრებელი გარემოა დიღომში.

შეთავაზების ფარგლებში Homer Alpha-ში სახლის შეძენა 50 000-ლარიანი ფასდაკლებით არის შესაძლებელი. აქცია ვრცელდება სხვადასხვა ფართის ხუთ სახლზე:

  • ერთი 1-საძინებლიანი;
  • ორი 2-საძინებლიანი;
  • ორი 3-საძინებლიანი.

შეთავაზება მოიცავს Homer Alpha-ს ოთხივე კორპუსს. მომხმარებლები თავად შეარჩევენ სასურველ ფართსა და გეგმარებას.

Homer-ის კომერციული დირექტორი სალომე ლაზიშვილი: „საქართველოში უძრავ ქონებაზე მოთხოვნა მაღალია. ამის თვალსაჩინო მაგალითია Homer Alpha, რომელსაც გაყიდვების მზარდი დინამიკა აქვს. შავ პარასკევთან დაკავშირებით გვსურდა, მომხმარებლებისთვის განსაკუთრებული პირობა შეგვეთავაზებინა, რათა გამორჩეულ პროექტში სახლი ხელსაყრელ ფასად შეეძინათ.

ხშირად ვხვდებით სააქციო კომუნიკაციას, რომელიც კონკრეტულ თანხამდე ფასდაკლებას გვთავაზობს. მსგავსი გზავნილები პროდუქტის თუ მომსახურების შეძენისას ბუნდოვანებას იწვევს და ზოგჯერ მომხმარებლები ვერ ახერხებენ, მიიღონ ზუსტად დაპირებული ოდენობისა და პროცენტულობის ფასდაკლება.

სახლის შეძენა განსაკუთრებულად საყურადღებო და საფრთხილო გადაწყვეტილებაა. ამიტომ ჩვენი მიზანია, მომხმარებლებთან მაქსიმალურად გამჭვირვალე ურთიერთობა გვქონდეს, შეთავაზება კი მკაფიო იყოს. მომხმარებლებს წარვუდგინეთ ზუსტად 50 000-ლარიანი ფასდაკლება განსხვავებული ფართისა და გეგმარების 5 სახლზე, შევზღუდეთ შეთავაზების მოქმედების დროც.

მოცემული შეთავაზების შემთხვევაში ფასდაკლება სიმბოლური აღარ არის და სახლის შეძენის მსურველები რეალურ სარგებელს იღებენ“.

დეველოპერული კომპანია “ჰოუმერი” 2024 წელს დაფუძნდა და პირველ პროექტს, Homer Alpha-ს აშენებს, რომელიც ახალ, ეკოლოგიურად სუფთა, მშვიდ უბანში, ამერიკის საელჩოსა და ოლიმპიურ აუზთან ახლოს მდებარეობს. 24 500 კვ.მ ტერიტორია მოიცავს 4 საცხოვრებელ კორპუსს 7 300 კვ.მ სარეკრეაციო ზონით, კომერციული სივრცეებითა და ავტოსადგომით.

ჰოუმერი – ახალი ცხოვრების გასაღები

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები