მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტის ფარგლებში ფსკერის კვლევებისთვის ვემზადებით - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

"სრულმასშტაბიანი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულების შემდეგ, ამჟამად მიმდინარეობს მზადება ფსკერის დეტალური კვლევებისთვის “, - ეს "ქართული ოცნების" ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა „მწვანე ენერგეტიკული დერეფნის“ მე-11 მინისტერიალზე განაცხადა, რომელიც საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართა.

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი, რომელიც მწვანე ენერგეტიკული დერეფნის თანამშრომლობის საფუძველი გახდა, მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით აქტიურად გრძელდება. სრულმასშტაბიანი ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების კვლევის დასრულების შემდეგ, ამჟამად მიმდინარეობს მზადება ფსკერის დეტალური კვლევებისთვის - ეს არის გარდამტეხი ნაბიჯი, რომელიც გზას გაუხსნის განვითარების მომდევნო ფაზას“, - განაცხადა ქვრივიშვილმა.

მწვანე ენერგეტიკული დერეფნის მინისტერიალში, მარიამ ქვრივიშვილთან ერთად, აზერბაიჯანის რესპუბლიკის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი, უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი ბოგლარკა ილეში და რუმინეთის ენერგეტიკის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი კრისტიან ბუსოი მონაწილეობდნენ.

ვრცლად ამ თემაზე: შავი ზღვის კაბელის პროექტი PCI/PMI-ის სტატუსის მოლოდინშია - ევროკომისია

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები