მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შახტების გაჩერების გადაწყვეტილებას პროფკავშირები დაგვიანებულად მიიჩნევს

5b4f199b361c7
მეგი კავთუაშვილი
18.07.18 14:41
683
საქართველოს გაერთიანებული პროფაკვშირები ტყიბულში მიმდიანარე მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება. პროფკავშირები ადასტურებს გავრცელებულ ინფორმაციას, იმის შესახებ რომ შპს "საქნახშირი" მეშახტეებს შახტებში ჩასვლას და მუშაობას სთხოვს, წინააღმდეგ შემთვევაში კი ანაზღაურების გაუცემლობით ემუქრება. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას საწარმოს გაჩერების თაობაზე, პროფკავშირები ამ გადაწყვეტილებას დაგვიანებულად მიიჩნევს.

"ჩვენი კანონმდებლობით ნებისმიერ დასაქმებულს აქვს უფლება, როდესაც ხედავს რომ უსაფრთხოებას, ფიზიკურს, ჯანმრთელობას და სიცოცხლეს ემუქრება საფრთხე, არ იმუშაოს. ეს ასევე ეწინააღმდეგება პრემიერის გადაწვეტილებას, რომ უნდა შეჩერდეს სამუშაოები ტყიბულში. საუბარია ასევე, ამ დღეების ანაზღაურებაზე. ერთ-ერთი პირველი მოთხვონა, რასაც ჩვენ ვაყენებდით და ასევე გავაჟღერეთ სოციალური პარტნიორობის სამმხრივ კომისიაზე, იყო ის რომ მყისიერად უნდა შეჩერებულიყო სამუშაობი. იმ პერიოდში რომ მომხდარიყო კომპანიის და სახელმწიფოს მიერ ამის გათვალისწინება, ავიცილებდით ამ მძიმე საწარმოო შემთხვევას", - განაცხადა საგანგებოდ გამართულ პრესკონფრენციზე საქართველოს გაერთიანებული პროფკავშირების წარმომადგენელმა რაისა ლიპარტელიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები