მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა"

5b597859c2a2d
BM.GE
26.07.18 11:28
722
"შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა“, - ამის შესახებ პრემიერმა მამუკა ბახტაძემ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, ქვეყანაში ქვანახშირის მოპოვებას გრძელვადიანი სტრატეგია უნდა ჰქონდეს.

"ჩვენ უნდა ვიცოდეთ დარგი როგორ განვითარდება, რომ მან შეინარჩუნოს და გაზარდოს სამუშაო ადგილები. შახტის მართვა სახელმწიფოს საქმე ნამდვილად არაა. ჩვენ უნდა ვხედავდეთ კონკრეტულ სტარტეგიას, რომელიც ადვილად დასანახი იქნება მოსახლეობისთვის. მათი სამუშაო ადგილები პროგნოზირებადი უნდა იყოს. ამ მიმართულებით აქტიურად ვმუშოაბთ და ჩვენთვის მნიშვნელოვანი სექტორია, თუმცა ადამიანის სიცოცხლეზე მაღალა ვერაფერს დავაყენებთ.
ყველა შახტა უნდა იყოს დალუქული მანამ, სანამ არ მივიღებთ გამოძიების შედეგებს, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო ხელმძღვანელობს. ასევე ველოდებით საინჟინრო ექსპერტიზას.

ეს არის დარგი, რომელსაც გრძელვადიანი განვითარების სტარტეგია სჭირდება“, - ამბობს ბახტაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები