მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეაგროვეთ ხელმოწერები და მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი: გვინდა ევროპული თუ რუსული მომავალი - პრეზიდენტი ახალგაზრდებს

პრეზიდენტი

შეაგროვეთ ხელმოწერები, მოიტანეთ ჩემთან და მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი: გვინდა ევროპული მომავალი, თუ რუსული მომავალი, - ამ სიტყვებით მიმართა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილი საპროტესტო აქციის მონაწილეებს.

„მე ამ საღამოს თქვენთან ვარ. 84 შულავერელი, თუ 84 ორჯონიკიძე ვერაფერს შეუცვლის ამ ქვეყნის მომავალს. ეს მომავალი ჩვენია. მე ახლა გეტყვით რა არის ჩვენი გასაკეთებელი, ამათმა ხომ დააჭირეს ღილაკს თითი და თავიანთი სახელი ისტორიის ერთ გვერდზე ჩაწერეს, ჩვენ ახლა ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოვემზადოთ 26 ოქტომბრისთვის, რაც იქნება ჩვენი პასუხი დღევანდელ დღეზე. გაბრაზებულები ხართ დღეს ხომ? გაბრაზდით, მაგრამ დავიწყოთ საქმე. საქმე არის, რომ უნდა მოვამზადოთ ნამდვილი რეფერენდუმი. ეს ენერგია, რაც თქვენშია იმას უნდა მოხმარდეს, რომ ხელმოწერები მოაგროვოთ და მოიტანოთ ჩემთან, მე ხელს მოვაწერ რეფერენდუმს, გვინდა ევროპული მომავალი, თუ გვინდა რუსული მომავალი. 84 კაცი ამას ვერ გადაწყვეტს, ჩვენ გადავწყვეტთ, ყველანი ერთად“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც ახალგაზრდები ხელმოწერებს შეაგროვებენ და მიიტანენ პრეზიდენტთან, მათი მთავარი მოვალეობა იქნება, რომ დაიცვან არჩევნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება.

"თქვენი მობილიზაცია, თქვენი ნახევარი მილიონი ხმა და დიასპორის ნახევარი მილიონი ხმა გადაწყვეტს 26 ოქტომბერს არჩევნების ბედს. მე კი იმას მივხედავ, რომ ჩვენი საერთაშორისო მეგობრები ჩვენს გვერდით იქნებიან", - მიმართა ზურაბიშვილმა ახალგაზრდებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები