მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეამოწმა თუ არა შემოსავლების სამსახურმა 15 ბანკი - უწყების პასუხი

5ca615c95fd50
ანუკა ჯოხაძე
04.04.19 18:29
3177
“რესურსი არ არის, რომ ერთ წელიწადში 15 ბანკი შემოწმდეს, ამიტომ ეს რიცხვი იყო ზუსტად იგივე, რაც 2017 წელს”- ამის შესახებ შემოსავლების სამსახურის უფროსმა ვახტანგ ლაშქარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, 2018 წელს სრული საგადასახადო შემოწმება მხოლოდ ხუთმა ბანკმა გაიარა. ხოლო დანარჩენი ბანკების შემთხვევაში მხოლოდ კონკრეტული დეკლარაციებისა და ფაქტურების შემოწმება მოხდა.

“ჩვეულებრივი ტიპიური შემოწმებები იყო, არაფრით განსხვავდება 2017 და 2016 წლებისგან. რასაც კლასიკურ შემოწმებას ვეძახით, სულ შემოწმდა 5 ბანკი. დანარჩენ მათგანზე მაღალი თანხების ზედმეტობების დაბრუნება იყო მოთხოვნილი. როგორც იცით, 2018 წლიდან დავიწყეთ ზედმეტად გადახდილი თანხების კონტროლი”-ამბობს ვახტანგ ლაშქარაძე შემოსავლების სამსახურის უფროსი.

შეგახსენებთ, რომ „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებდა, რომ 2018 წელს შემოსავლების სამსახურმა 15 კომერციული ბანკი შეამოწმა, რაც ბოლო 10 წლის რეკორდია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები