მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეანელებს თუ არა "თეგეტა მოტორსის" აქტივობას საარჩევნო წელი - გენდირექტორის შეფასება

5e5ccd08edb1a
ვიქტორია მღებრიშვილი
02.03.20 23:04
972
შესაძლოა ძალიან მაღალი რისკის პროექტები არ გავაკეთოთ, ვიქნებით ფრთხილები, თუმცა აქტივობა მაღალი გვექნება, - ამის შესახებ BM.GE-ის „თეგეტა მოტორსის“ გენერალურმა დირექტორმა ავთო წერეთელმა, საარჩევნო წელს ბიზნესაქტივობის შეფასებისას განუცხადა.

ავთო წერეთელი მიიჩნევს, რომ მიუხედავად პოლიტიკურად მაღალი ტემპერატურისა, არ უნდა შენელდეს სახელმწიფოს ჩართულობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების მიმართულებით, რაც მათ კომპანიასთან უშუალო კავშირშია, ვინაიდან „თეგეტა მოტორსი“ სახელმწიფოს კონტრაქტორი კომპანიების უმრავლესობას ემსახურება.

„ჩვენ ვფიქრობთ რომ პოლიტიკური ტემპერატურა იმატებს ქვეყანაში, რაც ბუნებრივია. იმის მოლოდინი რომ ეკონომიკაში იქნება ნაკლები აქტიურობა, ჩვენ არ გვაქვს. არ იქნება მარტივი არჩევნები, იქნება საკმაოდ ცხელი არჩევნები, თუმცა ვფიქრობთ, რომ ეკონომიკის აქტივობაში იგივე მთავრობა იქნება აქტიურად ჩართული, თუნდაც ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების, სამშენებლო პროექტების და ა.შ. მიმართულებით, რომელთა აქტიური გაგრძელება ასტიმულირებს ეკონომიკის განვითარებას. ეს მოქმედებს ჩვენ სექტორშიც, იმიტომ რომ ჩვენ ვემსახურებით იმ კომპანიების უდიდეს ნაწილს, რომლებიც არიან ჩართულნი ინფრასტრუქტურულ პროექტებში.

მეტ-ნაკლებად ლარი წელს სტაბილურობას შეინარჩუნებს. ამ მხრივ სახელმწიფოც მიმართავს ძალისხმევას, იმიტომ რომ რეალურად საარჩევნო პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია სავალუტო კურსის სტაბილურობა. ეკონომიკის ტემპი, იმის გამო რომ რეფინანსირების განაკვეთი საკმაოდ მაღალ დონეზეა გაზრდილი, შედარებით დაბალია, ვიდრე ჩვენ ვისურვებდით.

შესაძლოა ძალიან მაღალი რისკის პროექტები არ გავაკეთოთ, ვიქნებით ფრთხილები, თუმცა აქტივობა მაღალი გვექნება“, - განმარტავს „თეგეტა მოტორსის“ გენერალური დიქრეტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები