მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეარჩიეთ საჩუქრები Extra.ge-ზე (R)

61c5c0c36c9e8
BM.GE
24.12.21 16:43
749
ახალი წელი საჩუქრების გარეშე წარმოუდგენელია. მხოლოდ ბავშვებს არ ახარებთ ნაძვის ხესთან „დატოვებული“ საჩუქრები, უფროსებიც გულისფანცქალით ელიან 12 საათის შესრულებას, რომ ახალი წლის დადგომისთანავე ატყდეს პარკების ჭრაჭუნი, ყუთების გახსნა და აბრდღვიალებული თვალებით ბედნიერი ემოციების ერთმანეთისთვის გაზიარება.

ამ მომენტამდე მისვლას კი წინ უძღვის ბევრი ფიქრი, საჩუქრების ძებნა და შერჩევა. მაშინ როცა პანდემია მძვინვარებს, ერთმანეთის გახარების სურვილი და მისი სისრულეში მოყვანა ორმაგად დასაფასებელია. რამდენიმე დღის წინ ქვეყანაში კოვიდ 19-ის ახალი შტამი ომიკრონი დაფიქსირდა, რაც კიდევ უფრო სახიფათოს ხდის მაღაზიებში სიარულს. იმისთვის, რომ საახალწლო განწყობა არ გაიფუჭოთ და უსაჩუქროდაც არ დატოვოთ ახლობელ - მეგობრები უსაფრთხოდ შეგიძლიათ იშოპინგოთ ყველაზე დიდ ონლაინ მაღაზიაში Extra.ge, სადაც ნახავთ ყველაფერს რაც გაგიხარდებათ.
საახალწლოდ ტრადიციად ქცეულ, ახალ საოჯახო ნივთებზეც ნუ იტყვით უარს, რადგან ექსტრაზე საოჯახო ტექნიკის, ჭურჭლის, სამზარეულოს აქსესუარების, თეთრეულის, პლედების ფართო არჩევანია, სულ უმნიშვნელო წვრილმანიც რომ დაგჭირდეთ, როგორიცაა ნივრის საჭყლეტი, ბოსტნეულის სახეხი, სასალფეთქე და ა.შ. მათაც კი იპოვით ექსტრაზე.

ახალ წელს რომ თვალისმომჭრელად გამოიყურებოდეთ თავის მოლის საშუალებები უნდა მოიმარაგოთ. ჰიგიენური საშუალებებიდან დაწყებული, კრემებით, სკრაბებით, სურნელოვანი პროდუქციით დასრულებული ნებისმიერი რამ შეგიძლიათ, შეარჩიოთ ექსტრაზე. სხვათა შორის, ამავე კატეგორიაში საოცარი ნაკრებებია წარმოდგენილი ულამაზესი შეფუთვით, რაც ნებისმიერი ადამიანისთვის სასიამოვნო საჩუქარი იქნება.

ყველაზე დიდი ემოციით ახალ წელს მაინც ბავშვები ელიან. როგორც წესი, სანტასთვის დაწერილი წერილების შინაარსი საოცარი მრავალფეროვნებით გამოირჩევა, მაგრამ მშობლებო, ნუ შეშინდებით. ექსტრა თქვენი პატარების ყველაზე უცნაურ სურვილსაც კი დააკმაყოფილებს. ხის, რბილი, გასართობი, შემეცნებითი, სამაგიდო, სპორტული, განმავითარებელი სათამაშოები უდიდესი ასორტიმენტით ექსტრაზე უნდა შეიძინოთ. რატომ? იმიტომ რომ ექსტრაზე დიდი ფასდაკლებებია, გარდა ამისა, ექსტრა მომხმარებელს 30%-იან ქეშბექს სთავაზობს, რაც ნიშნავს იმას, რომ ნივთის საფასურის 30%-ს, შეკვეთის ჩაბარების წამს, ექსტრას ბალანსზე მიიღებთ, ეს კი უსასრულო შოპინგის საშუალებას იძლევა.

თუ ვერ ახერხებთ თბილისში ჩამოსვლას და სწორედ ისეთი ნივთი გსურთ საახალწლოდ, რაც მხოლოდ დედაქალაქში მოიპოვება, ნუ იღელვებთ! ექსტრას სანტები მთელი საქართველოს მასშტაბით ჩამოგიტანენ შენაძენ უსაფრთხოების სრული დაცვით.

ექსტრას ჯადოსნურ სამყაროში შოპინგის დღესასწაული უკვე დაწყებულია. ჩაებით სადღესასწაულო ფერხულში და სასიამოვნო სიახლეებითა და საჩუქრებით დახვდით ახალ 2022 წელს.