მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეათანხმა თუ არა რუსეთმა ფრენების აღდგენა საქართველოს მთავრობასთან?

რა სკანდალი ნახეთ ამ განცხადებაში? რა აღმოაჩინეთ?! ეს არის ფაქტის კონსტატაცია - ასე პასუხობს პრემიერი სერგეი ლავროვის განცხადებას, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებული იყო. ,,არავითარი რაიმე ტიპის ფორმალური მოლაპარაკებები, მით უმეტეს საქართველოს მთავრობის სახელით არ გამართულა“, - ამბობს ღარიბაშვილი. როგორც მან აღნიშნა, ფრენების აღდგენა და სავიზო რეჟიმის გაუქმება რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილება იყო. ,,რაც თქვა ბატონმა ლავროვმა ეს ფაქტის კონსტატაციაა ანუ რა თქმა უნდა, მოხდა ამ შეთანხმების გაფორმება საქართველოს მთავრობასთან. კერძოდ, ეკონომიკის სამინისტროს საავიაციო სააგენტო ბუნებრივია თანხმობას აძლევს შესაბამის უწყებას და რუსულ კომპანიებს. ამ შეთანხმებაზეა საუბარი” - ამბობს პრემიერი. ცნობისთვის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Tass-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა მთავრობასთან შეთანხმებული იყო. როგორც სერგეი ლავროვმა აღნიშნა, თბილისის ამჟამინდელი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებით დაინტერესებულია.