მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეჩერებულია სააღმზრდელო პროცესი - ფოთში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

სტიქია ფოთში

ფოთში მესამე დღეა სტიქიაა. ფოთის მერიის ინფორმაციით, სტიქიამ მოსახლეობას მძიმე შედეგები მიაყენა.

"სახლებში, სადაც მიყენებული ზიანის გამო დარჩენა შეუძლებელია, მუნიციპალიტეტი მოსახლეობას, მდგომარეობის გაუმჯობესებამდე ქირით გადაყვანას სთავაზობს.

"შესაბამისი სამუშაო ჯგუფები ზიანის აღწერას აწარმოებენ, რასაც მყისიერი და ადეკვატური რეაგირება მოჰყვება", - ნათქვამია მერიის ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, სტიქიის გამო შეჩერდა სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებების ფუნქციონირება 21 ოქტომბრიდან, არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებამდე.

ინფორმაციისთვის, ფოთში დაფიქსირებულმა ძლიერმა ქარმა (დაქროლვა 29 მეტრამდე წამში) პრობლემები შექმნა. გუშინდელი მონაცემებით, ნაბადის უბანში ქარბორბალას შედეგად 13, წვიმის შედეგად კი 23 ოჯახი დაზიანდა. ცენტრის უბანში დაზარალებულია - 45 ოჯახი, კუნძულის უბანში ქარბორბალას შედეგად 3 ხოლო წვიმის შედეგად 20 ოჯახია დაზარალებული. მალთაყვის უბანში ქარბორბალას შედეგად დაზიანდა 30 საცხოვრებელი სახლის სახურავი, დატბორვის შედეგად კი 80 საცხოვრებელი სახლი. ზარალის დათვლა ამ დრომდე მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები