მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვალეთ თქვენი ბიზნესი აუთსორსინგის მეშვეობით

5c090d137d886
BM.GE
06.12.18 15:48
1493
თანამედროვე სამყაროში ბიზნესი მიმართულია მაქსიმალურად გაზარდოს პროდუქტიულობა და ამასთანავე მოახდინოს ხარჯების ოპტიმიზაცია.

ძირითადი პროცესების აუთსორსინგი საშუალებას იძლევა მეტად ვფოკუსირდეთ საკითხებზე, რომლებიც ნამდვილად მნიშვნელოვანია ჩვენი ბიზნესის წარმატებისათვის. ასევე გვეხმარება გადავჭრათ ბიზნეს ამოცანები უფრო სწრაფად და ეფექტურად.

მიუხედავად აუთსორსინგის მთელი რიგი უპირატესობებისა, ბევრი მენეჯერი კვლავ ეჭვობს, რომ ასე დაკარგავს კონტროლს ან მოქნილობას აუთსორსინგით მიღებულ სერვისებზე, ან თუნდაც აფიქრებთ თანამშრომლებისგან მოსალოდნელი წინააღდეგობა. ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხვედველობის სამსახურის მიერ ოქტომბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოკითხული 2 630 ბუღალტერიდან, მხოლოდ 7,8 % მუშაობს საბუღალტრო ან აუდიტორულ ფირმაში, რაც ნიშნავს რომ საქართველოში ბუღალტერია, როგორც აუთსორსინგ მომსახურება ჯერ კიდევ ეხლა იკიდებს ფეხს. მსოფლიო ტენდენცია კი საპირისპიროს მეტყველებს და იმ შემთხვევაში თუ კომპანიას არ შეუძლია მთელი IT დეპარტამენტის, ბუღალტერიის ან ფინანსური დირექტორის პოზიციის შექმნა, აუთსორსინგი ხდება მათი ბიზნესის გარდაქმნის მთავარი ხელშემწყობი ფაქტორი.

რაში გვეხმარება აუთსორსინგი
არსებობს უამრავი მიზეზი, რის გამოც კომპანიამ შეიძლება მიმართოს გარკვეული ბიზნეს ფუნქციების აუთსორსინგს. მათ შორის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
• საოპერაციო ხარჯების შემცირება და კონტროლირების სიმარტივე;
• მსოფლიო კლასის შესაძლებლობებზე გამარტივებული წვდომა.
• აუთსორსინგით მიღებული სერვისის გაუმჯობესული ხარისხი;
• შემოსავლისა და მინიმალური შესაძლო მოგების ზრდა.
• სერვისის სტაბილურობა.
• პასუხისმგებლობის გადაცემა დაქირავებული კომპანიისათვის;
• საოფისე ფართის, შიდა კადრისთვის საჭირო ტექნოლოგიებისა და ინვენტარის დაზოგვის შესაძლებლობა;

ტექნოლოგიების განვითარებამ აუთსორსინგი კიდევ უფრო ხელმისაწვდომი რესურსი გახადა უამრავი ბიზნესისთვის, რამდენადაც ეს სერვისი ბიზნესს კონკურენტუნარიან უპირატესობებს სთავაზობს, ხოლო აუთსორსინგის მნიშვნელობა კომპანიის წარმატებისათვი ძალიან დიდია. აუთსორსინგი ეს არის რესურსი, რომელიც ზრდის პროდუქტიულობას საქმიანობაში და აძლევს მათ მეტ თავისუფალ დროს სტრატეგიულ მიზნებზე ორიენტირებისთვის.

საქართველოში აუთსორსინგ მომსახურე კომპანიებისა და მათი კლიენტების რაოდენობა ნელ-ნელა იზრდება, ეს კი გლობალური ტენდენციის ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებაზე მეტყველებს. ასეთ გარემოებაში აუცილებელია ქართულმა კომპანიებმა, რომლებიც ეწევიან აუთსორსინგ მომსახურებას ადგილობრივ ბაზარზე, შეძლონ და დააკმაყოფილონ საერთაშორისო სტანდარტები. თუ თქვენ გადაწყვეტთ, რომ რომელიმე თქვენი მიმართულება აუთსორსინგით ჩაანაცვლოთ, დიდი ყურადღება დაუთმეთ კომპანიის შერჩევას, გაამახვილეთ ყურადღება შერჩეულ გუნდზე, მათ კვალიფიციურობაზე, გამოცდილებაზე და გარანტიებზე, განსაკუთრებით სასურველია თუ კომპანიას საერთაშორისო ბაზარზე მუშაობის გამოცდილებაც ექნება. ეს დაგეხმარებათ პროფესიონალ და სანდო კომპანიას მიანდოთ თქვენი ბიზნესის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები.

#1 საერთაშორისო საბუღალტრო ბიულეტინი (IAB) ყოველწლიურად მსოფლიოს მასშტაბით კომპანიებს მათი სერვისის ხარისხ ის მიხედვით აფასებს, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ მონაწილეობა ნომინაციებში, რომლებიც საუკეთესოდ წარმოაჩენენ მათ შესაძლებლობებს. წელს პირველად, ქართული აუდიტორული ფირმა (Nexia TA) მოხვდა ნომინანტებში და რაც ყველაზე სასიხარულოა გაიმარჯვა კიდეც. ეს არის პირველი და ერთადერთი შემთხვევა, როდესაც ქართულმა კომპანიამ საერთაშორისო მასშტაბის მსგავსს წარმატებას მიაღწია. აღნიშნული ფაქტი მეტყველებს, რომ ქართულ კომპანიებს შეუძლიათ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სერვისის საქართველოში მიღება და ჩვენც, როგორც მსოფლიო ნაწილი ვიზიარებთ მსოფლიო ეკონომიკის თანამედროვე, პროგრესულ მიდგომებს და წარმატებით ვნერგავთ ქართულ ბიზნეს ინდუსტრიაში.

საინტერესოა, რომ აუთსორსინგი ყოველთვის არ გულისხმობს კადრის მომსახურე კომპანიაში განთავსებას. მოთხოვნის შემთხვევაში შესაძლებელია კლიენტმა თავის ოფისშივე იყოლიოს აუთსორსინგ კომპანიის არაერთი წარმომადგენელი. მნიშვნელოვანია, რომ ამ შემთხვევაშიც კი საქმიანობის ეფექტიანობაზე სრული პასუხისმგებლობა ექნება აუსთორსინგ მომსახურების გამწევ კომპანიას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები