მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეცვლიან თუ არა საიჯარო ტარიფებს სავაჭრო მოლები?

600051410bdce
ინგა მურუსიძე
15.01.21 09:00
1184
Cushman & Wakefield-ის პროგნოზით, სავაჭრო სექტორში არსებული სირთულეების გათვალისწინებით, საქართველოს ბაზარს 2021 წლის პირველ ნახევარში კიდევ უფრო მეტი ბრენდი დატოვებს, რაც სექტორის ბრუნვას 2019 წლის მონაცემებთან შედარებით 20%-ით შეამცირებს.

არსებული რეალობიდან გამომდინარე Cushman & Wakefield-ში მიიჩნევენ, რომ სავაჭრო ცენტრებს მოიჯარეებთან დათმობებზე წასვლა მოუწევთ, რაც ხელშეკრულების პირობებს შეცვლის, შესაძლოა ეს ბრუნვაზე მიბმული გადახდის პირობებს ითვალისწინებდეს და არა ფიქსირებულ ქირას.

Bm.ge-ს სავაჭრო მოლების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ნაწილი მათგანი მოიჯარეებს შეღავათებს უკვე უწესებს, გამონაკლისი ამ ეტაპზე არის „ლილო მოლი“, რომელიც მოვაჭრეებისთვის შეღავათების დაწესებას არ გეგმავს:

"რაც პირველი ლოქდაუნის შემდეგ გავიხსენით, აბსოლუტურად სხვა ტარიფით ვემსახურებით ჩვენს მოიჯარეებს. მათი ყოველთვიური გაყიდვებიდან გამომდინარე ვუკეთებდით ფასდაკლებას. დამატებითი ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუმცა. საიჯარო შეთანხმება ასეც გაგრძელდება“, - ამბობენ „გალერია თბილისში“.

„სითი მოლში“ კი ჯერ არ იციან, როგორ გაგრძელდება საიჯარო შეთანხმება ობიექტებთან, მეორე ე.წ. ლოქდაუნის დასრულების შემდეგ.

„წინა და მიმდინარე კარანტინის დროს იჯარის ღირებულებებს ისედაც არ ვახდევინებთ ჩვენს მოიჯარეებს. დაკეტილობის პერიოდში არაფერს იხდიან, ხოლო ვინც გახსნილია, ისინი იჯარას შეღავათიან პირობებში იხდიან. სხვა მიმართულებით რა იქნება გახსნის შემდეგ, ამაზე გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს“, - უთხრეს bm.ge-ს „სითი მოლში“.

რაც შეეხება „ლილო მოლს“, მისი დირექტორი, გიორგი კვარაცხელია განმარტავს, რომ შეღავათები როცა საჭიროა ყოველთვის უწესდებათ მოვაჭრეებს, თუმცა ახლა არაფერი იგეგმება.

„არანაირ გადახედვას არ ვგეგმავთ. ჩვენ ისედაც შეღავათებს ვაწესებთ როცა საჭიროა მაშინ, ასე რომ, ეს პრობლემები არ დგას ჩვენთან. ჩვენ ყოველთვის ვუწევთ ანგარიშს და კეთდება შეღავათები. ერთ ოჯახად მოვდივართ 30 წელია და ვიცით რა და როგორ გაკეთდება“, - თქვა კვარაცხელიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები