მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შედეგი მაშინ დადგება თუ სახელმწიფო და [ინფრასტრუქტურის] ბიზნესი "სტანდარტის ენაზე" ისაუბრებენ - ბიზნესმენი

გიორგი თავართქილაძე

კომპანია "Tesen Group-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის გიორგი თავართქილაძის შეფასებით, ინფრასტრუქტურის სფეროს მთავარი გამოწვევა სტანდარტიზაცია და სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის პასუხისმგებლობების თანაბარი განაწილებაა.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა წერტილში“ ინფრასტრუქტურის მოქმედი მინისტრის რევაზ სოხაძის მხრიდან სამინისტროს წინა პერიოდის პროექტების პირდაპირი კრიტიკის კომენტირებისას განაცხადა.

როგორც ცნობილია, სამსახურებრივი გულგრილობის და სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის მხრიდან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე დაკავებულები არიან მგფ-ის ყოფილი დირექტორი დავით ტაბიძე, ასევე, მინისტრის ყოფილი მოადგილე კობა გაბუნია და სხვები. „214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, რომელთა ჯამური ღირებულება 1 მლრდ ლარს აღემატებოდა. პრობლემებში იგულისხმება როგორც შესრულების დაბალი ტემპი, ასევე შეჩერებული და ვადაგადაცილებული პროექტები, ხარისხის პრობლემა და ა.შ.“, - განაცხადა რევაზ სოხაძემ პარლამენტის ტრიბუნიდან.

ჩემთვის ახლა ამაზე კომენტარის გაკეთება ცოტათი რთულია, იმდენად შიდა დეტალებზე იყო საუბარი... ჩვენ ასეთ შემთხვევებთან შეხება არ გვქონია, მაგრამ ზოგიერთის მოსმენა ნამდვილად რთული იყო - თუ გადაცდომებს ჰქონდა ადგილი, ეს იმ კომპანიების რეპუტაციაზეც მოქმედებს, ვინც წესების დაცვით მუშაობდა“, - აღნიშნა გიორგი თავართქილაძემ.

ბიზნესმენის თქმითვე, თავად Tesen Group-ის გამოცდილებაში მსგავსი შემთხვევები არ ყოფილა . ვერც წარმომიდგენია, რომ სიტყვიერი შეთანხმებით ავანსის გაცემა. პირადად, ჩემს პრაქტიკაში მსგავსი არაფერია მომხდარი“, - აღნიშნა მან.

წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი თავართქილაძემ რამდენჯერმე გაუსვა ხაზი იმას, რომ პრობლემების ძირი არა მხოლოდ კონკრეტულ კონტრაქტორებში, არამედ სისტემაშია ანუ როგორ განისაზღვრება ურთიერთობის სტანდარტი სახელმწიფოსა და ბიზნესს შორის.

ის, რაზედაც მინისტრმა [რევაზ სოხაძემ] ისაუბრა, ხარისხი იქნება თუ ურთიერთობის ფორმა, ჩემთვის ეს ყველაფერი ერთი სიტყვით განისაზღვრება - ეს არის სტანდარტი. რა სტანდარტით ვმუშაობთ, ეს ორივე მხარეზე ვრცელდება - არც მხოლოდ სახელმწიფო და არც მხოლოდ ბიზნესი არ არის პასუხისმგებელი“, - თქვა მან.

პირველ რიგში, ვინ არის პასუხისმგებელი უხარისხო თუ ნაკლებად ხარისხიან ინფრასტრუქტურული პროექტებზე, რაზედაც მილიონით ლარი სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება“? - ვკითხეთ ბიზნესმენს.

„მხოლოდ კომპანიების დადანაშაულება არასწორია, რადგან პროექტების მართვა სახელმწიფოს ხელშია. თუ 214 მიმდინარე პროექტიდან 161 პრობლემური იყო, ე.ი. ჯამურად არის პრობლემა... სტანდარტების არსებობაზე სულ იმიტომ ვსაუბრობთ, რომ როცა სტანდარტი განსაზღვრულია, შემდეგ უკვე გამჭვირვალე ხდება ვინ ცუდად აკეთებს საქმეს და ვინ - კარგად“, - განაცხადა Tesen Group-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.

ამასთან, გიორგი თავართქილაძე დადებითად აფასებს ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრის რევაზ სოხაძის მხრიდან გახსნილობას, პრობლემებზე საუბარს, რეფორმების დაანონსებას სხვადასხვა მიმართულებით და ბიზნესთან კომუნიკაციის გააქტიურებას, თუმცა აღნიშნავს, რომ ცვლილებები მხოლოდ მაშინ იქნება შედეგიანი, თუ სახელმწიფო და ბიზნესი ერთ ენაზე - სტანდარტის ენაზე“ - ისაუბრებენ.

სტანდარტი უნდა გახდეს ჩვენი სასაუბრო და საერთო ენა და არა - ვინმეს სურვილი ან პრივილეგია. მხოლოდ მაშინ მივაღწევთ ხარისხს, როცა ერთნაირ წესებს დავეყრდნობით“, - თქვა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები