მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეძლებენ, თუ არა, სესხის აღებას არაფორმალურად დასაქმებული პირები?

5bec23e6b7fbf
BM.GE
14.11.18 17:31
1243
ფიზიკურ პირებზე სესხების გაცემის ახალი წესი 2019 წლის პირველი იანვრიდან ამოქმედდება. ეროვნულ ბანკში განმარტავენ, რომ დებულებით განსაზღვრული რეგულაციები ერთდროულად გახდება სავალდებულო, როგორც კომერციული ბანკებისათვის, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისათვის, საკრედიტო კავშირებისა და სესხის გამცემი სუბიექტებისთვის.

ეროვნული ბანკის ცნობით, რეგულირება არ კრძალავს არაფორმალური სექტორიდან ან ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული შემოსავალის შემთხვევაში სესხის გაცემას.
„სესხის გამცემი შეაფასებს მსესხებლის შემოსავლების მოცულობას და სესხის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას შიდა პროცედურების შესაბამისად მიიღებს; შემოსავლის ბანკში ჩარიცხვა აუცილებელი არ არის, თუმცა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ ფორმალური სექტორიდან შემოსავლის ან ბანკში ჩარიცხვის შემთხვევაში, გამსესხებლისთვის უფრო მარტივია შემოსავლების შეფასება და, შესაბამისად, სესხის გაცილებით უკეთესი პირობით გაცემა“, - განმარტავენ სებ-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები