“თუ აქამდე ქართული სამზარეულოს შესახებ არ გსმენიათ, მოემზადეთ რაღაც განსაკუთრებულისთვის”, - ამ ტექსტით იწყება შეფმზარეული ჯეიმი ოლივერის ვიდეო, რომელსაც ბლოგერი საკუთარ Facebook გვერდზე აქვეყნებს.
ბრიტანელი შეფმზარეული, რომლის აუდიტორიაც სხვადასხვა პლატფორმაზე 26 მილიონ გამომწერს აღწევს, საქართველოში აპრილში იმყოფებოდა და ადგილობრივ სამზარეულოს გაეცნო. სწორედ მაშინდელი მოგზაურობის შესახებ აქვეყნებს ოლივერი ვიდეოს.
ვიდეოში ჩანს, როგორ აგემოვნებს შეფი ქართულ კერძებს, ღვინოს და მონაწილეობას იღებს ხინკლის მომზადებაშიც.
“აქაურები საკვებს ძალიან სერიოზულად უდგებიან. მათი კერძები გამორჩეულია გემოებით და კონტრასტით, ძალიან მომწონს”, - ამბობს ჯეიმი ოლივერი ვიდეოში.
“შეუერთდი ჯეიმის ფხლის დაგემოვნებაში, შოთის პურის დამზადებასა და უნიკალური და უძველესი ღვინის კულტურის გაცნობაში”, - ნათქვამია ვიდეოს აღწერაში.
“ბოლო დროს საქართველოში ვიმოგზაურე და მინდა გითხრათ, რომ აქაური საჭმელი ძალიან, ძალიან განსაკუთრებულია!! ფერებითა და გემოებით სავსე. ფხლის პირველად დაგემოვნებიდან თონეში შოთის პურის გამოცხობამდე, ეს აღმოჩნდა კულინარიული მოგზაურობა, რომელმაც ძალიან შთაგონებული დამტოვა. არ დაგვავიწყდეს მათი უნიკალური და უძველესი ღვინის კულტურაც, როდესაც ისინი ღვინოს მიწაში ჩაფლულ ქვევრებში აყენებენ. გასაოცარია”, - წერს ჯეიმი ოლივერი Instagram გვერდზეც.
View this post on Instagram