მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეფასდა 1545 დასახლებული პუნქტი" - რა გეოლოგიური კვლევები ჩატარდა გასულ წელს?

გარემოს ეროვნული სააგენტო
28.05.24 15:02
560

გარემოს ეროვნულმა სააგენტომ გასულ წელს ქვეყნის მასშტაბით, განხორციელებული გეოლოგიური კვლევების შედეგად, 886 ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური დასკვნა მოამზადეს, შეფასდა 1545 დასახლებული პუნქტი, 3972 საცხოვრებელი სახლი და საკარმიდამო ნაკვეთი. ასევე, შეფასდა და შესაბამისი რეკომენდაციები 105 ინფრასტრუქტურულ ობიექტზე გაიცა.

გარემოს ეროვნულ სააგენტოში აღნიშნავენ, რომ სტიქიის ზონებში წინსწრებით, საკარმიდამო ნაკვეთების, საცხოვრებელი სახლებისა და ინფრასტრუქტურული ობიექტების შეფასება წარმოადგენს წინასწარი გაფრთხილების სისტემის ერთ-ერთ მთავარ კომპონენტს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის სპეციალისტების მიერ მომზადებულ საინფორმაციო ბიულეტენში „საქართველოში 2023 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2024 წლისთვის“ ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის ექსტრემალური გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა.

აღნიშნული ბიულეტენი მოიცავს ინფორმაციას ქვეყნის ტერიტორიაზე იდენტიფიცირებული გეოლოგიური პროცესებით დაზიანებული იმ უბნების შესახებ, სადაც დამცავი ღონისძიებების გასატარებლად გაცემულია რეკომენდაციები.

ბიულეტენს ახლავს გეოლოგიური საფრთხეების სპეციალიზებული რუკები, საქართველოს ცალკეული მხარეებისა და მუნიციპალიტეტების მიხედვით.

ბიულეტენში ასახული ინფორმაცია უმნიშვნელოვანესია განვითარებული სტიქიური გეოლოგიური პროცესების მართვისთვის, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მიერ სწრაფ და კოორდინირებულ მუშაობას, სალიკვიდაციო სამუშაოებში მათ მყისიერ ჩართულობას და მოსახლეობის დროულ ინფორმირებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები