მიმდინარე წელს ფოთსა და კონსტანცას შორის საბორნე მიმოსვლა დაიწყო. ბორანს სატვირთო ავტომობილებისა და კონტეინერების გადაზიდვის გარდა, მსუბუქი ავტომობილებისა და მგზავრთა გადაყვანის შესაძლებლობაც აქვს.
კერძო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საბორნე გადაზიდვების კუთხით აქტიურობა ყოველთვიურად იზრდება, თუმცა გამოწვევები მაინც რჩება.
ITMC-ის დირექტორი ნათია გოზალიშვილი ამბობს, რომ ძირითადი პრობლემები ტვირთის გაფორმების დროს ფიქსირდება, რაც ბორნის დატვირთვას აჭიანურებს. მისი თქმით, პრობლემების საქმის კურსშია როგორც საქართველოს, ისე რუმინეთის მხარე.
“დატვირთულობა თვიდან თვემდე, რეისიდან რეისამდე იზრდება. ცნობადობაც გაიზარდა უკვე, შესაბამისად ტვირთების დატვირთვის პრობლემა არ გვაქვს, თუმცა შეფერხებებს ვაწყდებით საბაჟო პროცედურებთან დაკავშირებით, რის გამარტივებაზეც ვმუშაობთ როგორც ქართულ ისე რუმინულ მხარესთან, რაც დაეხმარება უფრო კომფორტული და ხარისხიანი სერვისის შეთავაზებას.
ამ შემთხვევაში არის უშუალოდ გაფორმების პროცესის შეფერხება, რაც იწვევს იმას რომ ბორნის დატვირთვის დრო იზრდება, შესაბამისად სერვისის ხარისხი ფუჭდება. ამაზე მიდის მუშაობა და ამის გამოსწორება იქნება ძალიან კარგი სერვისის გასაუმჯობესებლად. შეფერხებები ძირითადად რუმინეთის მხარეს არის.”-აცხადებს ITMC-ის დირექტორი ნათია გოზალიშვილი.
როგორც ნათია გოზალიშვილი ამბობს, აღნიშნულ ბორანს შეუძლია 104 ადგილი დატვირთვა, რომელიც მისი თქმით საშუალოდ 80-90% არის სულ დატვირთული.