ქვეყანაში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დღეს ფინანსისტებმაც დააფიქსირეს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე შეკრებილ სხვა სფეროს წარმომადგენლებს შეუერთდნენ. იქამდე კი ფინანსისტების და მომიჯნავე სპეციალობების წარმომადგენლებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც აღნიშნულია, რომ კატეგორიულად მიუღებელია თუნდაც ერთი დღით ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის ამოღება დღის წესრიგიდან. საგარეო კურსის ცვლილება და დასავლეთისგან იზოლაცია კი როგორც ვიცით უკვე აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, მათ შორის საკრედიტო სააგენტო ფიჩ რეიტინგსმა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პროგნოზი წელს უკვე მეორედ შეამცირა და ნეგატიურამდე დაწია. სადამდე შეიძლება მიიყვანოს საქართველოს ეკონომიკა დასავლეთისგან იზოლაციამ და სადაა გამოსავალი?
სტუმარი: ნინო ქურდიანი - ფინანსისტი, საფონდო ბირჟის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი;