მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"შეღავათიანი აგროკრედიტის" ბენეფიციარების სუბსიდირებისთვის 100 მლნ ლარი და 48.5 მლნ დოლარია დახარჯული

5bc1abe848522
თელარა გელანტია
13.10.18 12:24
725
2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, გაცემული სესხების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 99,836,921 ლარი და 48,506,413 დოლარი დახარჯული.

აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა.

საქმე იმაშია, რომ სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, 1,173,517,581 ლარის და 247,429,269 დოლარის სესხია გაცემული.
პროგრამის პირობების თანახმად კი, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარებს წინასწარ განსაზღვრული პირობებით სესხის პროცენტს უფარავს.

პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 31,761 სესხია გაცემული.

ცნობისთვის: „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, 2019 წელსაც გაგრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 49 მლნ ლარამდე იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები