სამთავრობო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, დაფინანსებული ბენეფიციარების სესხების სუბსიდირებისთვის 2024 წლის ჩათვლით, ბიუჯეტიდან 104,5 მლნ ლარი და 14 მლნ დოლარია გადასახდელი.
აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-მ გამოითხოვა სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოდან, რომელიც „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას ახორციელებს.
მაგალითად, 2019 წელს ბენეფიციარების სესხების პროცენტის თანადაფინანსებისთვის ბიუჯეტიდან 31 მლნ ლარი და 5 მლნ დოლარია გადასახდელი; 2020 წელს - 21 მლნ ლარი და 3 მლნ დოლარი, 2021 წელს კი - 21 მლნ და 1.5 მლნ დოლარი.
ცნობისთვის: 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, გაცემული სესხების სუბსიდირებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 99,836,921 ლარი და 48,506,413 დოლარი დახარჯული.
სახელმწიფო პროგრამა “შეღავათიანი აგროკრედიტის“ ფარგლებში, 2013 წლიდან 2018 წლის ივნისით ჩათვლით, სულ 1,173,517,581 ლარის და 247,429,269 დოლარის სესხია გაცემული.
პროგრამის ფარგლებში, ჯამში, 31,761 სესხია გაცემული.
„შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტი, რომელიც 2013 წელს დაიწყო, 2019 წელსაც გაგრძელდება. მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, პროგრამის ბიუჯეტი 49 მლნ ლარამდე იქნება.