მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეღავათიანი აგროკრედიტის ბენეფიციარებს ბიუჯეტში 620.9 მლნ ლარი აქვთ გადახდილი"

5bffabcccab1a
თელარა გელანტია
29.11.18 13:04
580
2013-2018 წლებში სახელმწიფო პროგრამა „შეღავათიანი აგროკრედიტის“ ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში ჯამურად 620.9 მლნ ლარია გადახდილი. აღნიშნული ინფორმაცია bm.ge-ის გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩეველმა გიორგი გიგოლაშვილმა მიაწოდა.

სამინისტროს ცნობით, 2012 წელთან შედარებით 2013-2017 წლებში ბენეფიციართა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში თითოეულ წელს გადახდილია საშუალოდ 26.8 მლნ ლარით მეტი (ჯამურად -133.8 მლნ ლარით მეტი).

გიგოლაშვილის თქმითვე, სამინისტროს მიერ მომზადებული ანალიტიკური ინფორმაციის თანახმად, 1 ლარი სახელმწიფო თანადაფინანსებით გენერირებულია 0.61 ლარი გადასახადი.

ცნობისთვის: 2013 წლიდან 2018 წლის აგვისტოს ჩათვლით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამას 19,186 ბენეფიციარი ჰყავს და მათგან - 13,010 გადასახადის გადამხდელადააა რეგისტრირებული.

საანგარიშო პერიოდში კომერციული ბანკების მიერ გაცემულია 1,727,880,027 ლარისს კრედიტი, ხოლო სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ბენეფიციარებზე გაცემულმა თანადაფინანსებამ 219,718,018 ლარი შეადგინა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები