მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, 9,000-მდე სამუშაო ადგილია შექმნილი

5bffa6576d535
თელარა გელანტია
29.11.18 12:41
596
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრის მრჩევლის გიორგი გიგოლაშვილის განცხადებით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამა ეფექტიანია.

როგორც bm.ge-ის მინისტრის მრჩეველმა გიორგი გიგოლაშვილმა განუცხადა, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში გაცემული სესხების მოცულობა 1.7 მლრდ ლარს აღემატება, საიდანაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ბენეფიციარებისთვის გადახდილი პროცენტის თანადაფინანსება 260 მლნ ლარამდეა.

მისივე თქმით, 1 სამუშაო ადგილის შექმნაზე დახარჯულია დაახლოებით, 23,000 ლარი თანხა სახელმწიფო თანადაფინანსების სახით.

„2013 წლის მარტიდან 2018 წლის აგვისტოს მდგომარეობით, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ბენეფიციარების მიერ უკვე შექმნილია 9,000-მდე სამუშაო ადგილი, რაც ფიქსირებულია საშემოსავლო გადასახადის დეკლარაციაში და პირადად, ჩემი ეჭვია, რომ შეიძლება დასაქმებულთა რიცხვი უფრო მეტი იყოს, რადგან ხადახან არადეკლარირებული თანამშრომლებიც ჰყავთ, ასევე, საკუთარ შრომას არ თვლიან და ა.შ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროგრამას პრობლემური ბენეფიციარები თითქმის არ ჰყავს; მთლიან საკრედიტო პორტფელში დაახლოებით, 3.5%-მდეა იმ ბენეფიციარების რიცხვი, რომლებმაც 30 დღეზე მეტი ხნით დააგვიანა კრედიტის გადახდა და ეს არ გულისმობს იმას, რომ მერე საერთოდ არ გადაიხადა. მთლიანად საბანკო სისტემა რომ ავიღოთ, 5%-ზე მეტი არაა ასეთი პრობლემური გადამხდელების რაოდენობა. არ ფიქსირდება არცერთი მსხვილი საწარმო, რომელიც გაკოტრდა და ვერ იმუშავა“, - განაცხადა გიგოლაშვილმა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები