მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი ბენეფიციარი მევენახეობა-მეღვინეობის სექტორია - როგორ ნაწილდება სუბსიდია

რთველი ყურძენი

"შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" არის სოფლის მეურნეობის თანადაფინანსების სისტემა, რომლითაც მთავრობა მეწარმეებისთვის სასოფლო-სამეურნეო სესხების საპროცენტო განაკვეთის თანადაფინანსებას ახდენს.

სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სტატისტიკის თანახმად, პროექტის ფარგლებში, 2013-2025 წლებში, სულ 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდია გაიცა 8 089 ბიზნესესხზე, რომელიც 2,827 კომპანიის მიერ იყო აღებული. ამასთან აღნიშნული სესხების მოცულობა ანუ თანხა, რაც ბიზნესებმა ბანკებიდან ისესხეს და რაზედაც 1.07 მილიარდი ლარის პროცენტის თანადაფინანსება მიიღეს, 4.5 მილიარდ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი კრედიტის საშუალო მოცულობა 561,000 ლარს, გაცემული სუბსიდიის ზომა კი 132 ათასი ლარი იყო.

BMG-იმ შეამოწმა აღნიშნული 8 089 კრედიტი იურიდიული პირების და სესხის მიმღები ბენეფიციარების და სექტორების მიხედვით, საიდანაც ირკვევა, რომ გაცემული 1.07 მილიარდი ლარის სუბსიდიიდან ყველაზე მეტი - 311 მილიონი ლარი ღვინის, ბრენდის და ყურძნის წარმოების მიმართულებებზე გაიცა.

ამასთან, პროექტის მიზნების ყველაზე მეტად ამ სექტორზე კონცენტრაციაზე მიუთითებს ისიც, რომ სექტორების ჩამონათვალში სხვა მიმართულებები ნაკლები დეტალიზაციით არის წარმოდგენილი, მაგალითად მითითებულია მებაღეობის სექტორზე გამოყოფილი 270.9 მილიონი ლარი, მაგრამ არ არის დაკონკრეტებული, რა კულტურებზე მოხდა თანხის გაცემა, მაგალითად, ეს იყო ნუშის ბაღები, ატმის, ვაშლის, ციტრუსის თუ სხვა კულტურების ბაღები. ხოლო მევენახეობა-მეღვინოების სექტორზე სტატისტიკა მოიცავს არაერთი ქვეკატეგორიას - ყურძნის შესყიდვა (148 მლნ), ღვინის წარმოება (109 მლნ), მევენახეობა (45 მლნ) და სხვა მიმართულებები, რაც ღვინოსთან არის დაკავშირებული.

პროექტის სტატისტიკის თანახმად, მესაქონლეობაზე გაიცა 36 მილიონი ლარის სუბსიდია, თუმცა არაა მითითებული, რა საქონლის წარმოებას მოიცავს აღნიშნული კრედიტები, არის ეს მსხვილფეხა თუ წვრილფეხა პირუტყვი.

# დარგი სუბსიდირებული კრედიტების რაოდენობა ჯამური დაფინანსება (₾)
1 მებაღეობა 1369 270,948,247
2 ყურძნის შესყიდვა 877 148,030,829
3 ღვინის წარმოება 690 108,851,950
4 პროდუქციის შესანახი მაცივრები 334 60,152,821
5 შერეული გადამმუშავებელი საწარმოები 200 58,808,798
6 მევენახეობა 271 45,054,879
7 მეფრინველეობა 507 38,038,244
8 მესაქონლეობა 321 36,265,320
9 პროდუქციის შესანახი საწყობები 319 34,875,340
10 ტექნიკა 528 23,486,081
11 სასათბურე მეურნეობა 261 22,526,078
12 რძის გადამუშავება 175 22,439,119
13 ხილის გადამუშავება 142 21,055,116
14 თხილის გადამუშავება 168 18,120,457
15 მეთევზეობა 235 13,819,793
16 ხორცის გადამუშავება 53 12,629,475
17 შერეული 164 11,465,742
18 ცხოველების საკვების წარმოება 81 10,932,749
19 კაკლის გადამუშავება 28 9,205,206
20 მეღორეობა 44 8,682,349
21 ტექნიკა და იმპლემენტი 220 6,807,356
22 შესაფუთი მასალების წარმოება 45 5,921,743
23 პურპროდუქტების წარმოება 8 5,841,471
24 ლოკოკინა 37 5,666,197
25 კონიაკის წარმოება 39 5,294,797
26 თევზის გადამუშავება 15 5,178,407
27 მარცვლეულის საშრობები 41 4,656,366
28 მარცვლეული კულტურების მოყვანა 188 4,579,127
29 მარცვლეულის წარმოება 72 4,550,315
30 დაფნის გადამუშავება 29 4,021,262
31 ვაშლი 49 3,481,766
32 არყის წარმოება 26 3,454,028
33 შერეული მემცენარეობა 46 3,416,511
34 სოკოს წარმოება 24 3,342,691
35 ჩაის წარმოება 40 2,829,741
36 იმპლემენტი 130 2,549,511
37 სასაკლაოს მოწყობა 65 2,500,202
38 შერეული მეცხოველეობა 27 2,456,495
39 შერეული ინფრასტრუქტურული საწარმოები 16 1,646,831
40 შერეული შესაფუთი და ტარა მასალები 12 1,557,426
41 ლუდის წარმოება 11 1,099,292
42 ზეთის წარმოება 7 1,056,459
43 სანერგე 10 960,647
44 ბოსტნეულის გადამუშავება 12 801,605
45 მეცხვარეობა 12 793,698
46 ეთერზეთების წარმოება 5 776,351
47 მებაღჩეობა 7 766,179
48 მუხის კასრების წარმოება 1 726,660
49 მაკარონის წარმოება 1 607,305
50 ენერგოეფექტური ღუმელების წარმოება 2 574,786
51 კენკროვნების გადამუშავება 6 474,730
52 მებოსტნეობა 26 441,508
53 შერეული მემც./მეც. 12 380,167
54 ტყავის გადამუშავება 2 330,037
55 თაფლის გადამუშავება 8 320,408
56 ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოები 1 307,248
57 მეფუტკრეობა 20 303,414
58 ფრინველის საჩეკი მეურნეობა 3 250,532
59 სუნელების წარმოება 6 248,481
60 სეტყვის საწინააღმდეგო მოწყობილობები 1 204,721
61 სასოფლო სამეურნეო სამუშაოები 16 94,387
62 მებოცვრეობა 1 57,497
63 მანდარინი რეალ. 9 48,516
64 მანდარინი გადამ. 5 34,247
65 თამბაქოს წარმოება 1 33,919
66 საჩითილე 1 26,366
67 ღვინის ქვევრების წარმოება 2 19,923
68 ზეთოვანი კულტურა 2 14,832
69 სასუქები/შხამქიმიკატები 2 8,017
70 ატამი 1 2,680
სულ: 8089 1,066,905,447

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები