მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეგირდი, ქარგალი, ოსტატი - „თფილისი, ტფილისი, თბილისი“

განათლების, მით უფრო ხარისხიანი განათლების ხელმისაწვდომობაზე წუხილი არახალია. ასეა ახლაც და ასე ყოფილა ძველ თბილისშიც. XIX საუკუნის ბოლო მეოთხედში, ოჯახები, რომელთაც შვილებისთვის არც საერო და არც სასულიერო განათლების მიცემაზე არ მიუწვდებოდათ ხელი, ცდილობდნენ, როგორმე, ბავშვებისთვის პროფესიული განათლება მაინც მიეცათ, მით უფრო, რომ მტკიცედ სწამდათ: „ხელოსანს ცოდნას ვერც ვერავინ მოჰპარავს და ვერც ვერავინ წაართმევსო“.შესაბამისად, მოსახლეობა დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა „ხელობას“ – ფიქრობდნენ, რომ ხელობის მცოდნე ადამიანი ლუკმა-პურს ყოველთვის იშოვიდა.

გიორგი ჭეიშვილის საავტორო გადაცემა;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები