მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის ისტორიაში სარეკორდო ხელშეკრულებას მიიღებს

შეი გილჯეს-ალექსანდერის სარეკორდო კონტრაქტი

“ოკლაჰომა სითი თანდერის” გამთამაშებელი შეი გილჯეს-ალექსანდერი სულ მალე კლუბთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს, რომლის მიხედვითაც მთლიანად NBA-ში ყველაზე მაღალი შემოსავალი ექნება. ოკლაჰომელების რიგებში კანადელი 2019 წლიდან ასპარეზობს და კონტრაქტის ამოწურვის შედეგად, ძლიერი თამაშის ჩვენების შედეგად განახლებულ მაქსიმალური ოდენობის ხელშეკრულებას მიიღებს.

ახალი კონტრაქტი 4 წელზე იქნება გათვლილი რა დროშიც კალათბურთელი 300 მილიონ დოლარს მიიღებს, ხოლო კონტრაქტის უკანასკნელ წელს, 2030/31 წლების სეზონში - 80 მილიონ დოლარს, რისი პრეცედენტიც ასოციაციაში არ ყოფილა.

ამ ეტაპზე ყველაზე დიდი ოდენობის თანხა, 55,8 მილიონი დოლარი “გოლდენ-სტეიტ უორიორსის” გამთამაშებელ სტეფ კარის აქვს აღებული. 2029/30 წლების სეზონისთვის მაქსიმალურ პიკს მიაღწევს “ბოსტონ სელტიკსის” ფორვარდის ჯეისონ ტეიტუმის კონტრაქტიც, რომელიც გახდება პირველი კალათბურთელი ისტორიაში, რომელიც წლიური ხელფასის სახით 70 მილიონიან ნიშნულს გადააბიჯებს.

გილჯეს-ალექსანდერის ახალ კონტრაქტში ჩადებული იქნება პუნქტი, რომლის მიხედვითაც თუკი სეზონის ბოლოს ის სიმბოლურ ხუთეულში მოხვდება და სხვა სახის ინდივიდუალურ პრიზებსაც მიიღებს, საბონუსე სისტემის მეშვეობით მის მიერ გამომუშავებული თანხის რაოდენობა გაიზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები