მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეიძინე ავტოდაზღვევა ფრანშიზით და ჩაერთე აქციაში

ალდაგი
25.03.26 17:37
320

სადაზღვევო კომპანია ალდაგი, ავტოდაზღვევის მსურველებს ახალ აქციას სთავაზობს: ნებისმიერი ახალი მომხმარებელი, რომელიც ალდაგის ავტოდაზღვევის ფრანშიზიან პოლისს შეიძენს, სპეციალურად აქციის ფარგლებში შედგენილ სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს.

სასაჩუქრე ნაკრებში, მომხმარებელს ავტომობილის მოვლისთვის საჭირო მრავალფეროვანი პროდუქტი დახვდება, რომელიც შექმნილია კომფორტისთვის და მძღოლებს საკუთარ მანქანაზე ზრუნვის შესაძლებლობას მისცემს;

აქციაში ჩართვა შეუძლია ნებისმიერ მომხმარებელს, რომელიც შეიძენს ალდაგის ავტოდაზღვევის მინიმუმ, სტანდარტ ან/და სრულ პაკეტს 1%, 3% ან 5%-იანი თანაგადახდით. შეთავაზებით სარგებლობა 31 აპრილის ჩათვლით არის შესაძლებელი.

“ყოველთვის ვცდილობთ, მომხმარებლისთვის დაზღვევა მხოლოდ ფინანსური რისკებისგან თავის დაცვის მექანიმზი არ იყოს, არამედ, ჰქონდეს დამატებითი ღირებულება და რეალური მხარდაჭერა ყოველდღიურობაში. სწორედ ამიტომ, ფრანშიზიანი ავტოდაზღვევის შეძენისას, მომხმარებლებს ვთავაზობთ, სპეციალურად შერჩეულ სასაჩუქრე ნაკრებს, რომელიც ავტომობილის მოვლასა და მძღოლის კომფორტზეა მორგებული. გვინდა, რომ დაზღვევა იყოს არა მარტო აუცილებელი სერვისი, არამედ პარტნიორობა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებს პასუხობს“, - აცხადებენ ალდაგში;

ალდაგის ავტოდაზღვევა ისეთ რისკებს ფარავს, როგორიცაა ავტოსაგზაო შემთხვევა, გარეგანი დაზიანება, სტიქია (სეტყვა, მიწისძვრა), ვანდალიზმი, ქურდობა, ძარცვა, ხანძარი და ა.შ.

ალდაგის ავტოდაზღვევას მესამე პირის პასუხისმგებლობის დაზღვევაც მოჰყვება, რომელიც მძღოლს გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან დაიცავს იმ შემთხვევაშიც, თუ ის სხვის მანქანას დააზიანებს, რაც ნიშნავს, რომ მესამე პირის ავტომობილის აღდგენის ხარჯებსაც ალდაგი უზრუნველყოფს.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები