მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძინე სამოგზაურო დაზღვევა myfrani.ge -ზე Mastercard-ით და მიიღე 30%-იანი ფასდაკლება

646b674c68c52
BM.GE
22.05.23 16:56
485

მოგზაურობა ყველა სეზონზე სასიამოვნო გამოცდილებაა, თუმცა, ზაფხულისთვის მაინც ყველა განსაკუთრებული მღელვარებით ემზადება. ადამიანების უმრავლესობა ხომ სწორედ ამ დროს ფიქრობს საოცნებო მიმართულების შერჩევასა და სასიამოვნო დასვენებაზე. თქვენი მშვიდი და უსაფრთხო სამოგზაურო გამოცდილების შესაქმნელად, Mastercard-სა და პირველ ციფრულ სადაზღვევო ბროკერს - „ფრანს“ სასიამოვნო სიახლე აქვთ -სამოგზაურო დაზღვევის „ფრანზე“ შეძენისას, Mastercard-ის ბარათის მფლობელები 30%-იანი ფასდაკლებით ისარგებლებენ.

დავით ზღუდაძე, Mastercard-ის რეგიონალური დირექტორი საქართველოსა და სომხეთში:

„ეს თანამშრომლობა Mastercard-სთვის განსაკუთრებულია, რადგან, გარდა იმ ბენეფიტებისა, რასაც მომხმარებლებს ვთავაზობთ, ჩვენ ვთანამშრომლობთ საქართველოში პირველ ციფრულ სადაზღვევო ბროკერთან, რომელიც ბაზარზე სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. ესაა ინოვაცია, რომელიც ქართულ სადაზღვევო ბაზარს დაეხმარება გახდეს მეტად თანამედროვე და მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული. ჩვენ გვიხარია, რომ ამ საქმეში „ფრანის“ გვერდით ვართ და ერთად ვთავაზობთ Mastercard-ის ბარათის მფლობელებს შეუფასებელ გამოცდილებას“.

გიორგი ჩაჩუა, “ფრანის” დამფუძნებელი:

„ჩვენი ციფრული სადაზღვევო პლატფორმა მომხმარებლებს უმარტივებს ძიების პროცესს და საშუალებას აძლევს უმოკლეს დროში აღმოაჩინონ საუკეთესო სადაზღვევო პირობები, შეადარონ ისინი ერთმანეთს და რაც მთავარია, შეიძინონ ონლაინ. ჩვენ მოხარულები ვართ, რომ ამ თანამშრომლობის ფარგლებში, Mastercard-ის ბარათის მფლობელებს საშუალება აქვთ განსაკუთრებულ ფასად ისარგებლონ ჩვენი ციფრული სერვისით და მიიღონ თანამედროვე სადაზღვევო პროდუქტების უპირატესობები“.

შეგახსენებთ, რომ Mastercard-ის ბარათის მფლობელები, მთელი წლის განმავლობაში, უამრავი სხვადასხვა ფასდაკლებითა და საინტერესო შეთავაზებით ისარგებლებენ. მათ შორისაა: უფასო და შეუზღუდავი წვდომა 1200 აეროპორტის ბიზნეს ლაუნჯზე, დაჩქარებული სასაზღვრო პროცედურები, ფასდაკლება როუმინგის ინტერნეტ პაკეტებზე, www.booking.com-ის ჯავშნებსა და ავტომობილის ქირაობაზე. Mastercard მუდმივად ზრუნავს ერთგულ მომხმარებლებზე და ამჯერად, საერთაშორისო მასშტაბის სამოგზაურო უპირატესობებით სარგებლობასთან ერთად, სამოგზაურო დაზღვევის საუკეთესო პაკეტების შეძენისას 30%-იანი ქეშბექითაც ასაჩუქრებს მათ.

*გაითვალისწინეთ, შეთავაზება აქტიურია 22 მაისიდან 22 ივლისის ჩათვლით.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები