მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეიძლება კომუნიკაციაში შევცდით, მაგრამ ყოველდღიურად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებას - კალაძე

თბილისის მერია

„შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში, ყოველდღიურად ვაკეთებთ ახსნა-განმარტებას, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციის პროცესს“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

28 ნოემბერს, პრემიერ-მინისტრმა გააკეთა განცხადება, სადაც დეტალურად იყო ახსნილი, რომ საქართველო განაგრძობს ევროინტეგრაციას. ჩვენ გვაქვს ხელი მოწერილი ასოცირების ხელშეკრულებაზე, რომელიც არის ე.წ. გზამკვლევი და რა თქმა უნდა, თანმიმდევრულად მივყვებით პროცესებს. ასევე, ითქვა ის, რომ ჩვენ არ გვინდა ყოველთვის ვიყოთ შანტაჟის ქვეშ და ამჯერად, როგორც წინა შემთხვევაში, კანდიდატის სტატუსი იყო შანტაჟის იარაღი. ახლა კი, შანტაჟის
იარაღად გამოიყენება მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხი. დღეს არ დარჩა ქვეყანაში ადამიანი, ვინც ვერ გაიგო რეალობა. შეიძლება თავიდან იყო გაურკვევლობა, ბევრმა ვერ გაიგო, შეიძლება ჩვენ შევცდით კომუნიკაციაში და რაღაც ისე ვერ მოგაწოდეთ, მაგრამ ბოლო დღეებში ყოველდღიურად ვაკეთებთ ამ საკითხის გარშემო ახსნა-განმარტებას", - განაცხადა მერმა.

„ქართული ოცნება" ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის საკითხს აჩერებს - ტექსტი სრულად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები