მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიძლება მესამე „ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობდეს - ვახტანგ ბუცხრიკიძე

60645606c54d5
ვიქტორია მღებრიშვილი
31.03.21 15:13
1404
თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძის განცხადებით, მესამე „ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობს.

ამის შესახებ მან პრემიერთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. ბუცხრიკიძე ამბობს, რომ შეზღუდვების დაწესების შემთხვევაში ბიზნესმა ეს წინასწარ უნდა იცოდეს.

„ძალიან კარგია, რომ მარტიდან ბევრმა ბიზნესმა დაიწყო ამოქმედება. ვხედავთ, რომ პოტენციურად შეიძლება მესამე „ლოქდაუნის“ თეორიული რისკი არსებობდეს, მაგრამ ეს უნდა იყოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რისკები მნიშვნელოვნად იქნება გაზრდილი. ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი იქნება, რომ ბიზნესებმა ინდუსტრიულად იცოდნენ და განსაზღვრონ, რა შემთხვევაში შეიძლება მოხდეს ამა თუ იმ მიმართულების გაჩერება“, - განაცხადა ბუცხრიკიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები