"შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს“,- ამის შესახებ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მომხსენებელი, ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიენე აცხადებს.
ამის შესახებ მან X-ზე გაფართოების საკითხებში ევროკომისართან მარტა კოსთან შეხვედრის შემდეგ დაწერა.
“ [გაფართოების საკითხებში] ევროკომისარ მარტა კოსთან და კოლეგებთან ერთად განვიხილეთ საქართველოში გაუარესებული მდგომარეობა. გადავხედავთ უვიზო მიმოსვლას, ვიბრძოლებთ დეზინფორმაციასთან და მხარს დავუჭერთ სამოქალაქო საზოგადოებას. სამწუხაროდ, შეიძლება საქართველოს კანდიდატის სტატუსის კითხვის ქვეშ დაყენების დრო დადგეს", - წერს ევროპარლამენტარი.




























