მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან" - ბახტაძე პურის გაძვირებაზე

5c0e3f7d0c468
BM.GE
10.12.18 14:17
1783
მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ქვეყანაში პურის ფასის მატებაზე ისაუბრა. მისი თქმით, იმის გამოსავლენად, თუ არის ეს ბაზარი კონკურენტული ის შესაბამის უწყებებს ავალებს, რომ მათ აღნიშნული საკითხის მოკლვლევა დაიწყონ. 

"არსებობს მოსაზრება, რომ ჩვენ შეიძლება საქმე გვქონდეს არასამართლიან კონკურენციასთან, მინდა შესაბამის ორგანოებს მივმართო უმოკლეს ვადებში შეისწავლონ ეს სიტუაცია და მოამზადონ ანგარიში თუ რასთან გვაქვს საქმე. საქართველო არის საბაზრო ეკონომიკა, ჩვენ ვართ ღია ეკონომიკა, მაგრამ არასამართლიანი კონკურენციის კეთების საშუალებას ჩვენ ბუნებრივია ვერავის მივცემთ,"- ამბობს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე. 

დღეს საქართველოში პური 5-10 თეთრთ გაძვირდა. ფქვილის მწარმოებელთა ფედერაციის თავმჯდომარის ლევან სილაგავას განცხადებით, ამ დროისთვის ერთი ტომარა პურის ფქვილის ფასი 46-47 ლარია, მაშინ როდესაც ცოტა ხნის წინ 43-44 ლარი ღირდა. 

რაც შეეხება ხორბლის ფასებს, ის 30 დოლარით გაიზარდა და 1 ტონა ხორბალი $240 ღირს. 

გაძვირების მიზეზებს შორის, ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ვალუტის კურსს და რუსეთში ხორბლის ფასების ზრდას ასახელებს. 

„ფასები რუსეთში გაზრდილია, პურის ფასი იქ 10%-15%-ით გაიზარდა“, - აცხადებს სილაგავა.

გამოიწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღე დღის მთავარი სიახლეები