მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეინიშნება თუ არა გადახურების ნიშნები უძრავი ქონების ბაზარზე?

2024 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით საცხოვრებელი უძრავი ქონების ფასების ინდექსი 4.8%-ით გაიზარდა, ხოლო ინდექსის წლიურმა ზრდამ 14.9% შეადგინა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, 2020 წლის საშუალოსთან შედარებით ინდექსი თითქმის 50%-ით არის გაზრდილი. აღსანიშნია, რომ ინდექსის დაფარვა შემოიფარგლება ქ. თბილისით და მოიცავს მხოლოდ ახალი საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზარს, როგორც მრავალსართულიანი (ბინების), ისე კერძო სახლების სეგმენტებს. ეკონომისტების ნაწილის შეფასებით, უძრავი ქონების ბაზარზე ფასების ზრდა რეალური არ არის. ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა კი გუშინ თქვა, რომ ეროვნული ბანკი ვერ ხედავს რაიმე არაჯანსაღ ტენდენციებს, ან გადახურების ნიშნებს და ბოლოდროინდელ დინამიკას უძრავი ქონების ფასის თვალსაზრისით, მთლიანობაში ეკონომიკის ნომინალურ ზრდასთან თანხვედრაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს დინამიკა ლოგიკურია და საქმე რაიმე არაჯანსაღ ტენდენციასთან არ გვაქვს. რამდენად რეალურია ფასების ზრდა უძრავ ქონებაზე?

სტუმარი: ნატა მოდებაძე - უძრავი ქონების ასოციაციის წევრი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები