მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შეიცვალა თუ არა ერთად ფარმასექტორთან დაკავშირებით მთავრობის პოლიტიკა?

მზა ფარმაცევტული პროდუქციისა და ადგილობრივი წარმოებისთვის აუცილებელი აქტიური ფარმაცევტული ინგრედიენტების იმპორტის შესახებ ახალი სტანდარტების ამოქმედება 6 თვით გადავადდა. ჯანდაცვის ახალი მინისტრისა და ფარმაბიზნესის მოლაპარაკებების შედეგად რეგულაცია არა პირველ აპრილს, არამედ შემოდგომაზე შევა. მინისტრის ცვლილების შემდეგ, ჯანდაცვის უწყებაში მწარმოებელთა ინტერესების დასაცავად, ცვლილებების დაინიცირებას აანონსებენ. კერძოდ, ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრიორიტეტი მედიკამენტების ხარისხის კონტროლი და მომხმარებლების ინტერესების დაცვა იქნება, თუმცა მწარმოებლების ინტერესებიც დაბალანსებულად უნდა იყოს დაცული. შეიცვალა თუ არა მინისტრის ცვლილებასთან ერთად ფარმასექტორთან მიმართებით მთავრობის პოლიტიკა და არის თუ არა მოსალოდნელი ცვლილებები რეფერენტული ფასწარმოქმენის რეგულაციაშიც?

სტუმარი: ირაკლი მარგველაშვილი - "საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის" ხელმძღვანელი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები