მიხეილ სარჯველაძე ჯანდაცვის მინისტრის რანგში სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს პირველად შეხვდა. მთავარი განსახილველი საკითხები კლინიკების (DRG) დაფინანსების სისტემა, სექტორში არსებული რეგულირების მექანიზმები და სტანდარტები, პირველადი ჯანდაცვის განვითარება და საქართველოში, სამედიცინო მომსახურების განვითარებისთვის საჭირო ცვლილებები იყო.