მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შეხვედრა სამინისტროში - რა აწუხებთ ხორცის მწარმოებლებს?

სოფლის მეურნეობის სამინისტროში მეხორცული მიმართულების მსხვილფეხა პირუტყვის ფერმების წარმომადგენლებს შეხვდნენ. სამუშაო შეხვედრაზე ხორცის სექტორის განვითარების, ადგილობრივი წარმოების გაძლიერებისა და დარგში არსებული გამოწვევების გადაჭრის გზები განიხილეს. კერძო სექტორში აცხადებენ, რომ ბიზნესის მთავარი პრობლემა ძვირი ფინანსური რესურსია, იმპორტდამოკიდებულ სექტორს კი ადგილობრივი ბაზრის გასაძლიერებლად სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა სჭირდება. ხორცზე მაღალი ფასების გათვალისწინებით, სექტორის ერთ-ერთი მოთხოვნაა საქონლის იმპორტზე გარკვეული საგადასახადო შეღავათები არსებობდეს. რა საკითხებზე იყო საუბარი კერძო სექტორსა და სამინისტროს შორის და რა აწუხებს ყველაზე მეტად დღეს ხორცის ადგილობრივ მწარმოებლებს?

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები