ამერიკული ნავთობგიგანტი, Shell-ი სამხრეთ აფრიკულ სახელმწიფო ანგოლაში $1 მილიარდის ინვესტირებას გეგმავს. როგორც კომპანიაში განმარტავენ, მიზანი ოფშორული საბადოს აღმოჩენა და იქ ახალი პლატფორმის განთავსება იქნება. ამასთან, ინვესტიციის ნაწილი მოპოვებული ნავთობის წარმოების გაზრდასაც მოხმარდება. მსხვილი საინვესტიციო პროექტით Shell-ს ანგოლაში მდებარე ნავთობმომპოვებელი მე-19, 34-ე და 35-ე ბლოკების ტექნიკური შესაძლებლობების გაუმჯობესება სურს. ასევე, განიხილება რესურსის დახარჯვა ანგოლას აკვატორიაში, ოკეანის სიღრმეში მოპოვებით სამუშაოებზე დამატებითი ნებართვის მიღებაზე.
$1-მილიარდიანი ინვესტიციის გარკვეული ნაწილი სეისმური ტესტების ჩატარებას და საძიებო სამუშაოებსაც მოხმარდება. კომპანიაში მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის განხორციელების გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც არსებულ საბადოებში ნავთობის მარაგები მნიშვნელოვნად შემცირდა. თავის მხრივ, Shell-ის გადაწყვეტილება მოგებიანია თავად ანგოლასთვისაც, რომლის სტრატეგიის ნაწილიც მსხვილი საგარეო ინვესტიციების მოზიდვა, ასევე ყოველდღიურად მილიონ ბარელზე მეტის წარმოების შენარჩუნებაა.




























