მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Shell - საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად მეთექვსმეტედ დასახელდა

BM.GE
14.03.23 10:25
218

უმსხვილესი ბრიტანული ენერგეტიკული კომპანია Shell ლიდერის პოზიციას არ თმობს და საუკეთესო საცხებ-საპოხი მასალების მწარმოებლად უკვე მეთექვსმეტედ სახელდება. ანგარიშს ყოველწლიურად აქვეყნებს საკონსულტაციო კომპანია Kline & Company. რომელსაც ქიმიკატების, ენერგორესურსებისა და ფართო მოხმარების საქონლის კვლევების მიმართულებით 64-წლიანი გამოცდილება აქვს. ავტორიტეტული კომპანიის კვლევის მიხედვით, Shell პირველ ადგილს ინარჩუნებს საცხებ-საპოხი მასალების სამივე კატეგორიაში. ესენია: ინდუსტრიული სექტორისთვის, სამომხმარებლო და კომერციული ტრანსპორტისთვის. მსოფლიოში საუკეთესო ხარისხის საცხებ-საპოხი მასალების ექსკლუზიური დილერი საქართველოში, „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია Transcaucasian Distribution Company უკვე 13 წელია, Shell-ის პროდუქციით, ქართულ ბაზართან ერთად, სომხეთსა და აზერბაიჯანსაც ამარაგებს. კიდევ რა ბრენდებს ფლობს კომპანია, როგორ ვითარდებოდა ბაზარზე ამ წლების განმავლობაში და რა სამომავლო გეგმები აქვს?

სტუმარი: ვახტანგ ღულაძე - "თეგეტა ჰოლდინგის" იმპორტების მიმართულების კომერციული დირექტორი;

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები