მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირდა თუ არა სიღარიბე?

BM.GE
30.05.23 11:25
234
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სიღარიბის მაჩვენებლის მიხედვით, 2022 წელს საქართველოში სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 1.9 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 15.6% შეადგინა. 

ამასთან, ქალაქისა და სოფლის დასახლებების მიხედვით, აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 2.7 პროცენტული პუნქტით იყო შემცირებული და 12.3% შეადგენდა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 0.7 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 20.6%-ს გაუტოლდა. 

2022 წელს, სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით შემცირებულია მოსახლეობის ყველა ასაკობრივ ჯგუფში. კერძოდ, 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში მაჩვენებელმა 20.4% შეადგინა (-2.3 პროცენტული პუნქტი), 18-64 წლის ასაკობრივ ჯგუფში - 15.3% (-2.0 პროცენტული პუნქტი), ხოლო 65 წლის და უფროს ასაკობრივ ჯგუფში - 10.5% (-1.4 პროცენტული პუნქტი). 

აბსოლუტური სიღარიბის მაჩვენებელი ქალებისათვის შემცირებულია 1.8 პროცენტული პუნქტით და 15.3%-ს შეადგენს, ხოლო კაცებისათვის მაჩვენებელი შემცირებულია 2.1 პროცენტული პუნქტით და 15.8%-ს შეადგენს. 

სიღარიბის მაჩვენებლის შემცირების მიუხედავად, 2022 წელს მზარდი იყო საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი. კერძოდ, 2018-2022 წლებში საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის რაოდენობა 48%-ით 648 ათასამდე გაიზარდა. შემწეობის მიმღები მოსახლეობის წილი კი 12%-დან 18%-მდეა გაზრდილი. სოციალური პროგრამების ხარჯების ზრდასთან ერთად, ასევე გაიზარდა საარსებო შემწეობის ხარჯებიც 251 მილიონი ლარიდან 609 მილიონ ლარამდე. 

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2023 წლის აპრილში საარსებო შემწეობა 660 746 ადამიანმა მიიღო, მარტთან შედარებით მიმღებთა რაოდენობა 2.3%-იან კლებას აჩვენებს. აპრილის მდგომარეობით, ამ პროგრამაში უშუალოდ 33 924 ადამიანია ჩართული.

რის ხარჯზე მცირდება ქვეყანაში სიღარიბის მაჩვენებლები?

სტუმრები: თენგო კირთაძე - “ევროპული საქართველოს” წევრი;
თაზო დათუნაშვილი - „ლელოს“ პოლიტსაბჭოს წევრი.





გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები