მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემცირდება თუ არა იმპორტირებული მეორადი ავტომობილების გაყიდვები?

BM.GE
16.03.23 10:22
251
ქართულ ბაზარზე უახლოეს მომავალში, შესაძლოა იმპორტირებული მეორადი ავტომობილების გაყიდვები შემცირდეს. ამჟამად საქართველოში ავტომობილების გაყიდვები ყაზახი და სომეხი დილერების ხარჯზეა გაზრდილი, რომლებიც მანქანებს საქართველოში ყიდულობენ და შემდეგ ექსპორტზე რუსეთში გააქვთ. თუმცა ახლა, ქართული კომპანიები, მათი მყიდველების მხრიდან ანუ, აზერბაიჯანიდან, ყაზახეთიდან და სომხეთიდან, უცხოელ ავტოდილერებთან პირდაპირ დამყარებული კომუნიკაციის ნიშნებს ამჩნევს. რა შედეგამდე მივა ბაზარი ამისი პროგნოზირება ახლა ბიზნესებს უჭირთ. რაც შეეხება ფასებს, კომპანიები ამ ეტაპზე ფასების კლებას არა, თუმცა მის მატებას ვარაუდობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები