მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემდეგი 3 თვე Gilead-ის მიერ წარმოებული “რემდესივირის” თითქმის მთელ პარტიას აშშ იყიდის

5efcdfc9d9efc
თამთა ჯიჯავაძე
02.07.20 00:00
1189
შემდეგი 3 თვე Gilead-ის მიერ წარმოებული “რემდესივირის” თითქმის მთელ პარტიას აშშ იყიდის. როგორც BBC წერს, აშშ-ის ჯანდაცვის დეპარტამენტმა განაცხადა, რომ მან კომპანიასთან მიაღწია შეთანხმებას 500 000 დოზა „რემდესივირის“ ყიდვასთან დაკავშირებით, რაც ამერიკის კლინიკებში უნდა გამოიყენონ კორონავირუსის სამკურნალოდ.

შეგახსენებთ, ცდებმა აჩვენა, რომ „რემდესივირი“ კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებისთვის საჭირო პერიოდს ამცირებს, თუმცა, ჯერ არ არის დადასტურებული ზრდის თუ არა ამ ვირუსისგან გადარჩენის ალბათობას.

„პრეზიდენტმა ტრამპმა შესანიშნავ შეთანხმებას მიაღწია, რითიც უზრუნველყოფს ამერიკელებს რომ მათ ჰქონდეთ წვდომა კორონავირუსის სამკურნალო პირველ ავტორიზებულ მედიკამენტთან“, – განაცხადეს ჯანდაცვის დეპარტამენტში.

როგორც ცნობილია, აშშ-ში მკურნალობის კურსი $2,340 ეღირება.

თუმცა, კრიტიკოსები ამბობენ, რომ აშშ-ის ეს ნაბიჯი კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობას ძირს უთხრის.

აღსანიშნავია, რომ „რემდესივირი“ ებოლას და C ჰეპატიტის სამკურნალოდ შეიქმნა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები