მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემდეგი კვირიდან საქართველოში ვაქცინაციის 78 ახალი ცენტრი გაიხსნება - მინისტრი

6087cedb39816
თელარა გელანტია
27.04.21 12:40
458
ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, შემდეგი კვირიდან საქართველოში, დამატებით, ვაქცინაციის 78 ცენტრი გაიხსნება.

ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა იმუნიზაციის საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა.

„შემდეგი კვირიდან მნიშვნელოვნად გაფართოვდება ქსელი, სადაც ჩვენი მოქალაქეების ვაქცინაცია მოხდება, კერძოდ, 78 ცენტრი დაემატება. უკვე გადამზადებულია 100-ზე მეტი ჯგუფი და საერთო ჯამში, საქართველოში იქნება 178 ცენტრი, სადაც ვაქცინაციის პროცესი გაიმართება“, - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები