მცხეთის რაიონის სოფელ მუხრანში მტკნარი წყლისა და ლიმონათის ჩამოსასხმელი ქარხანა შენდება.
როგორც ობიექტის მფლობელმა რუსლან გელაძემ BM.GE-ს განუცხადა, სამშენებლო სამუშაოები სექტემბერში დასრულდება და მტკნარი წყალი და ლიმონათი "სალი" ბაზარზე გასაყიდად გამოვა.
"ჩვენ საწარმოო ხაზი ჩინეთში შევუკვეთეთ. საწარმოს საათში 7 ათასი ბოთლის წარმოება შეეძლება", - აღნიშნა რუსლან გელაძემ, თუმცა საწარმოს საინვესტიციო ღირებულება არ დაუკონკრეტებია.
"სალის" პროდუქია როგორც საქართველოში, ისე დუბაიში გაიყიდება.

























