მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

შემოდგომიდან, მცირე და საშუალო ბიზნესს დაბალპროცენტიანი სესხების მიღების საშუალება ექნება

577e24f9d839a
BM.GE
07.07.16 13:44
2247
ევროპის საინვესტიციო ბანკი მიმდინარე წლის სექტემბერ-ოქტომბერში საქართველოსათვის ფინანსურ მხარდაჭერას გამოყოფს, რომელიც მცირე და საშუალო ბიზნესის დაკრედიტების მიზნით, ქვეყანაში მოქმედ კომერციულ ბანკებს გადაეცემათ.

როგორც პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა მაია მელიქიძემ „ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, ევროპის საინვესტიციო ბანკი გეგმავს თანამშრომლობას “რესპუბლიკა ბანკთან“, "თიბისი ბანკთან", "პროკრედიტ ბანკთან“, „საქართველოს ბანკთან“.

"ევროპის საინვესტიციო ბანკი შემოდგომაზე განიხილავს საკითხს, თუ რა თანხა უნდა იყოს გამოყოფილი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის. შერჩეულია რამდენიმე კომერციული ბანკი და არ არის გამორიცხული, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკმა ეს არეალი კიდევ უფრო გააფართოვოს, რადგან კონკურეენციის დონე იყოს მაღალი და ყველა ამ ბანკს გამოუყოფს თანხას, გრანტს, რომელიც იქნება ძალიან დაბალპროცენტიანი.

მათი მზაობა არის რომ რაც შეიძლება დაბალ პროცენტში იყოს ეს თანხა“, - განაცხადა მელიქიძემ. მისივე თქმით, პროცესს მონიტორინგს გაუწევს, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ასევე თავად ევროპის საინვესტიციო ბანკი.

ასევე მისივე თქმით, სტარტაპების დაფინანსების საკითხს განიხილავს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკიც.

"სტარტაპების მიმართულებით დაიწყო გააქტიურება "იბიარდმა“ და ის ამ კუთხით თანამშრომლობას აპირებს საქართველოს ბანკთან და თიბისი ბანკთან“, - აცხადებს პრეზიდენტის ეკონომიკური მრჩეველი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები