მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შემოდის თუ არა საქართველოში ე.წ. "სოციალური" ჩინური ბანკი? - საელჩოს პასუხი

ჩინეთი

ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტში ჩინურმა კორპორაციამ, China Communications Construction Company-მ გაიმარჯვა, ქვეყანაში გააქტიურდა საუბარი იმის შესახებ, თითქოს საქართველოში შემოსვლას ახალი ჩინური ბანკი გეგმავდა, რომელიც ე.წ. “სოციალურ მოდელს” აირჩევდა და მომხმარებლებს სესხებს საბაზრო ფასთან შედარებით დაბალ პროცენტში, დეპოზიტებს კი პირიქით - მაღალ პროცენტში შესთავაზებდა.

ამ თემაზე საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველს, ჭაო ჩუანის ვესაუბრეთ, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთი სიახლის შესახებ არ სმენია. საპირწონედ ამისა, დიპლომატმა განაცხადა, რომ ქართულ საბანკო სტრუქტურაში ჩინური ბანკი უკვე არის - საუბარია “ბაზის ბანკზე”, რომელიც რამდენიმე წლის წინ Xinjiang Hualing Group-მა შეიძინა.

“საქართველოში მოქმედ ჩინურ ბანკებს შორის გამოირჩევა ბაზის ბანკი, რომელიც შეიძინა Xinjiang Hualing Group-მა. მას შემდეგ ბაზის ბანკი სწრაფად იზრდება. 2023 წელს იგი საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ იქნა აღიარებული, როგორც ყველაზე სწრაფად მზარდი ბანკი საქართველოში და ამჟამად მეოთხე ადგილზეა ქართულ საბანკო ინდუსტრიაში.

ჩინეთის ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები მზად არიან მხარი დაუჭირონ „სარტყელი და გზის“ ინიციატივის ერთობლივ მშენებლობას. ჩინეთის ექსპორტ-იმპორტის ბანკი და სხვა ბანკები განსაკუთრებით არიან ორიენტირებული ინფრასტრუქტურის, „შუა დერეფნის“ და ენერგეტიკულ სექტორში პროექტების მხარდაჭერაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს აქტიურად გამოიკვლიოს ჩინურ საბანკო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის კონკრეტული შესაძლებლობები”, - განაცხადა საქართველოში ჩინეთის საელჩოს მრჩეველმა BMG-სთან საუბრისას.

შეგახსენებთ, რომ 2024 წლის პირველ კვარტალში საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 712 მილიონი ლარის წმინდა მოგება მიიღეს, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 124 მილიონი ლარით, ანუ 21%-ით მეტია. ამ პერიოდში, “ბაზის ბანკმა” 17 მილიონის წმინდა მოგება დააგენერირა, ანუ ამ მხრივ, ჩინურ ბანკზე ბაზრის 2.4%-იანი წილი მოდის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები